რუსი გულშემატკივრების უღირსი საქციელი და გარდაცვლილი პოლიციელი

image
რუსი გულშემატკივრების უღირსი საქციელი და გარდაცვლილი პოლიციელი...

ევროპის ლიგაზე ბილბაოსა და სპარტაკის მატჩი ტრაგედიით დასრულდა. სპარტაკის გულშემატკივართა ჯგუფი პოლიციელებს დაუპირისპირდა, რუსმა გულშემატკივრმა პოლიციის მიმართულებით პეტარდი ისროლა, რომელიც ინოჩენჩიო არიას გარსიას მოხვდა. 50-წლის პოლიციელს თავი დაუზიანდა, ის ბასურტოს საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს.

ექიმების ერთსაათიანი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსი გულშემატკივრები აგრესიულობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ. უამრავი ინციდენტის გახსენება შეიძლება, თუმცა სპარტაკის ულტრასებმა ამჯერად მოლოდინს გადააჭარბეს. მათ პოლიციას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს. დაპირისპირებამ ორ საათს გასტანა. პლაია მოიუას მოედანზე ნამდვილი ომი გაჩაღდა. ბილბაოს პოლიციამ 200-ზე მეტი გულშემატკივრის შეჩერება მოახერხა. უმეტესობა დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება. dle


23-02-2018, 06:59 1267
კომენტარები
შემოგვიერთდით