რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ოფიციალურად: დე ვრეი “ლაციოს“ მოთამაშე გახდა
29-07-2014, 12:39
1149
Ошибка
ოფიციალურად: დე ვრეი “ლაციოს“ მოთამაშე გახდა
“ფეინოორდის“ მცველი, სტეფან დე ვრეი ახალი სეზონიდან რომაული “ლაციოს“ ღირსებას დაიცავს. გუშინ საღამოს მოთამაშის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ სამედიცინო შემოწმება ფეხბურთელმა დღეს დილით გაიარა. რომაულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მლნ. ევრო გადაიხადა. ჯერჯერობით კონტრაქტი არ გაფორმებულა და არც ის არის ცნობილი, თუ რამდენწლიანი იქნება ის.

უახლოეს საათებში მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ. ამავდროულად ცნობილია, რომ ხელშეკრულება გრძელვადიანი იქნება. ახალ გუნდს ფეხბურთელი ამ დღეებში შეუერთდება. “ლაციოს“ მოთამაშისთვის ბრძოლაში კონკურენციას ბევრად ძლიერი გუნდები უწევდნენ, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედიც“.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა სეზონში დე ვრეი “ფეინოორდის“ საკვანძო ფეხბურთელი იყო და 32-მატჩში მიიღო მან მონაწილეობა. მცველმა საკუთარ აქტივში 4 გოლი და 2 შედეგიანი პასიც ჩაიწერა. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
NBA-ს ლეგენდამ ზაზა ფაჩულიას დასცინა
0
871
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მაი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031