Breaking : როგორც იქნა ! საბა კვერკველია პრემიერლიგაში ითამაშებს » საფეხბურთო საიტი

Breaking : როგორც იქნა ! საბა კვერკველია პრემიერლიგაში ითამაშებს

image
Breaking : საბა კვერკველია პრემიერლიგაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ლოკომოტივის 25 წლის მცველის საბა (სოლომონ) კვერკველიას ინგლისის პრემიერლიგაში შესაძლო ტრანსფერზე საუბარი არ წყდება.

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო აგენტმა ალექსეი საფონოვმა sovsport.ru-სთან რუსეთის პრემიერლიგაში მოსალოდნელ ყველაზე ხმაურიან სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა და საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ინგლისში გადაბარგების შანსებიც მიმოიხილა.

“საეჭვოა, ეს ტრანსფერი ზაფხულამდე განხორციელდეს, რადგან ლოკომოტივს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს.

კვერკველია რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემთვის აქამდე გამოცანად რჩება, როგორ დაუთმო ის რუბინმა მოსკოველებს?!

თუმცა, ის მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგას კი არა, ნებისმიერ ტოპ-ჩემპიონატს მიესადაგება”, - ამბობს აგენტი.

საბას შესახებ უკვე ხშირად წერენ ბრიტანული გამოცემებიც. თუ ზამთარში ეს ტრანსფერი არ განხორციელდება, საბა ზაფხულში აუცილებლად გადავა ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში. dle


10-01-2018, 07:29 3223
კომენტარები
შემოგვიერთდით