10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა - გუნდების სია და შოკისმომგვრელი ფასები

image
CIES-ის საფეხბურთო ობსერვატორიამ, რომელიც ფეხბურთელთა ფასებსა და სატრანსფერო ღირებულებებს ითვლის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში კლუბები ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასების ჯამური მაჩვენებლის მიხედვით არიან შეყვანილნი და გამოვლენილია მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი.

წარმოგიდგენთ10 ყველაზე ძვირადღირებულ შემადგენლობას და კლუბების ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს.

10. იუვენტუსი - 743 მილიონი ევრო. დიბალა ტურინელთა შემადგენლობაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. არგენტინელი 166 მილიონ ევროდაა შეფასებული.

9. მადრიდის "ატლეტიკო" - 800 მილიონი. 147 მილიონადაა შეფასებული ანტუან გრიზმანი, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია მადრიდელთა რიგებში.

8. პსჟ - 864 მილიონი. ობსერვატორიამ ნეიმარი 218 მილიონად შეაფასა და ის არამხოლოდ პარიზელთა, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძვირადშეფასებული ფეხბურთელია.

7. "ლივერპული" - 901 მილიონი ევრო.მო სალაჰი "მერსისაიდელთა" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ეგვიპტელი 101 მილიონადაა შეფასებული.

6. მადრიდის "რეალი" - 903 მილიონი ევრო. რონალდუ 98 მილიონადაა შეფასებული, "რეალი" კი ერთადერთი გუნდია 10-ულში, რომლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 100 მილიონიც კი არ ღირს.

5. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 919 მილიონი ევრო. მანჩესტერელთა ბელგიელი ფორვარდი 165 მილიონ ევროდაა შეფასებული. ლუკაკუმ უკან მოიტოვა პოლ პოგბა.

4. "ჩელსი" - 1,044 მილიარდი ევრო.ედენ აზარი ყველაზე ძვირადღირებული "არისტოკრატია" - 121 მილიონი.

3. "ბარსელონა" - 1,13 მილიარდი ევრო. ბევრისთვის გასაკვირად ყველაზე ძვირადშეფასებული კატალონიელი ლუის სუარესია - 134 მილიონი.

2. "ტოტენჰემი" - 1,173 მილიარდი ევრო. ჰარი კეინი 186 მილიონადაა შეფასებული.

1. "მანჩესტერ სიტი" - 1,196 მილიარდი ევრო. კევინ დებრუნი ყველაზე ძვირადღირებული "ქალაქელია" - 145 მილიონი. dle


6-01-2018, 08:36 671
კომენტარები
შემოგვიერთდით