Image

კახა კალაძეს ახალი იდეები აქვს

image
უახლესი სასწაული ინფორმაცია კახა კალაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა !

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 1400 -მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია, სადაც, მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს.

“ზოგადად ჩვენი მიდგომა იყო, რომ სკვერებში არ უნდა ყოფილიყო მწვანე საფარი, რაც არასწორია და ქარის დროს, ალბათ, ყველა ვხედავთ როგორი მტვერია და ამას სუნთქავს თითოეული ჩვენგანი, ჩვენი შვილები”,- აცხადებს კალაძე.
​მისი თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 400- მდე სკვერს და 12-ვე დიდი პარკს.
“მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქალაქში რადიკალურად განსხვავებული ეკოლოგიური და უკეთესი მდგომარეობა არსებობდეს ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის”,- განაცხადა კახა კალაძემ.
​კახა კალაძის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაცია „ლისი ვერანდაზე“ გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა.
მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გამწვანებას, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მოსკოვის გამზირებსა და აეროპორტის გზატკეცილს. 151 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება თბილისის გარეშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ძველი თბილისის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების მოწყობას, თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის განვითარებას, “მზიურისა” და დენდროლოგიური პარკები, ვაკის, რიყის, გოძიაშვილის კიკვიძის, ვარკეთილის პარკების, ვერის ალექსანდრეს, 9 აპრილის ბაღებისა და დიღმის ტყე-პარკის განვითარებას, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს ქონდეს რეკრეაციული ზონით ადგილზე სარგებლობის საშუალება.

გარდა ამისა, კალაძის განცხადებით, ის აპირებს სკოლებში დანერგოს და პოპულარიზაცია მოახდინოს სხვადასხვა სპორტის, რომლებზეც სიარული მოსწავლეებისთვის პრაქტიკულად უფასო იქნება.

ასევე მართველი პარტია წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ყოველთვის აღნიშნავდა, რომ აშენდება მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები, თუმცა ეს თემა ბოლომდე არავის აღარ გაუშლია.

კახა კალაძეს ახალი იდეები აქვს
dle


2-11-2017, 17:41 16226
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
უახლესი სასწაული ინფორმაცია კახა კალაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა !
უახლესი სასწაული ინფორმაცია კახა კალაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა !
უახლესი სასწაული ინფორმაცია კახა კალაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა !
უახლესი სასწაული ინფორმაცია კახა კალაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა !
უახლესი სასწაული ინფორმაცია კახა კალაძის შესახებ, რომელიც არავინ იცოდა !
შემოგვიერთდით