ლევანდოვსკი "რეალისკენ" მიდის

image
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი, როგორც იქნა, ოცნებას აიხდენს.

მას შემდეგ, რაც მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის გუნდში სიტუაცია აერია, პოლონელის აგენტი ბოლო 2 კვირაა "რეალთან" მის ტრანსფერზე მუშაობს და ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ყველაფერი წარმატებულად მიმდინარეობს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლევანდოვსკი მადრიდში აღმოჩნდება.

"რეკორდმაისტერმა" "ჰოფენჰაიმთან" 2-0 წააგო და რობერტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბმა ტრანსფერებში მეტი ფული უნდა გადაიხადოს და რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი იყიდოს.

მოთამაშის ამ განცხადებას ეფენბერგი, ული ჰიონესი, კარლ-ჰაინც რუმენიგე და "ბაიერნის" სხვა ლეგენდები გამოეხმაურნენ და ლევანდოვსკის გაჩუმებისკენ მოუწოდეს.

"100 მილიონად ჩვენ 5 ისეთ ფეხბურთელს ვიყიდით, რომლებთაც გუნდურად თამაში შეეძლებათ. აი, ეს პოლონელი კი ნამდვილად არ ჯდება ჩვენი გუნდის ფილოსოფიაში და სჯობს "პსჟ"-ში ან "რეალში" გაყიდოთ", - უპასუხა ეფენბერგმა.

"რეალს" თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონის გადახდა მოუწევს. საფეხბურთო სამყაროში კარგად არის ცნობილი, რომ ლევანდოვსკი ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტია.
dle

11-09-2017, 15:59 6707
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით