რეკლამა
Реклама
რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საიტის ტეგები
Реклама
"ბაიერნს" ფეხბურთელები დაუბრუნდნენ
22-08-2017, 15:51
204
Ошибка
მიუნხენური კლუბის ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება - "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერები, ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა, დღეს ვარჯიშებს დაუბრუნდნენ.

26 წლის ესპანელი ცენტრალური ნახევარმცველი საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით იმუშავა, შემდეგ კი ბურთით ინდივიდუალურად ივარჯიშა.

აღსანიშნავია, რომ სავარჯიშო ბაზაზე კოლუმბიელი ახალწვეული, ხამეს როდრიგესიც, გამოჩნდა და ჟერომ ბოატენგთან ერთად ბურთის გარეშე, ინდივიდუალური პროგრამით, იმუშავა.

გუნდთან ერთად მანუელ ნოიერი და არიენ რობენიც ვარჯიშობდნენ. 31 წლის გერმანელი კიპერი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, 33 წლის ჰოლანდიელს კი, როგორც ჩანს, სერიოზული პრობლემები არ აქვს.

ტიაგოს მუცლის კუნთის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა, მარტინესმა კი ბარძაყის ტრავმა გერმანიის სუპერთასზე მიიღო. ხამეს როდრიგესი მოსამზადებელი ეტაპის დროს დაიმტვრა, ხოლო არიენ რობენმა "ბაიერნის" შაბათის ვარჯიში შეწყვიტა, მაგრამ დღეს სრული დატვირთვით იმუშავა.

მიუნხენური გრანდი მომდევნო თამაშს 26 აგვისტოს, შაბათს, სტუმრად ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს. სავარაუდოდ, ნოიერი, მარტინესი და ტიაგო ამ შეხვედრისთვის მზად იქნებიან, ხამესი კი რეაბილიტაციის პროცესს გააგრძელებს.

ამ ეტაპზე "ბაიერნის" ლაზარეთში უქმედ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იმყოფება - ხუან ბერნატი, რომელსაც სერიოზული დაზიანება აქვს და გუნდს ნოემბრამდე ვერ დაეხმარება.

Bayern.ge dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Реклама
რეკლამა
დღის სიახლეები
ლეო მესი:"დარწმუნებული ვარ, ეს სუპერვარსკვლავი სულ მალე..."
0
914
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
დადასტურდა: ჯანო ანანიძე მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშებს !
0
2296
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
შოკი: მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ტერ შტეგენის სანაცვლოდ 200 მილიონს იხ
0
65
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
გიორგი არაბიძე წინ მიიწევს
0
5517
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ნოემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930