Image

რენატო სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედში" 30 მილიონად

image
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი, რენატო სანჩესი გერმანული გამოცემის, Kicker-ის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას აპირებს.

სანჩესმა გასულ წელს არჩევანი "იუნაიტედს" და "ბაიერნს" შორის გააკეთა, თუმცა "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში გერმანიის ჩემპიონატში ძალიან ცოტა მატჩი ჩაატარა და კარლო ანჩელოტი მას ნამდვილად არ ენდობა.

"ბაიერნმა" "ბენფიკადან" რენატო 35 მილიონის სანაცვლოდ გადაიბირა, მაგრამ "წითელი ეშმაკები" მზად არიან მის სანაცვლოდ 30 მილიონი გადაიხადონ და აიღონ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გერმანელებმა "ბენფიკასთან" კონტრაქტში ჩაწერეს.

თავის მხრივ, ფეხბურთელი შესაძლოა გელზეკირხენის "შალკეს" ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას ტრანსფერს შეეწიროს, რომელცი დიდი ალბათობით ზაფხულში საუკეთესო გერმანულ გუნდში აღმოჩნდება.

ანჩელოტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს საინტერესო ტრანსფერების განხორციელებას აპირებს. კლუბს ფილიპ ლამი და ჩაბი ალონსო (კარიერას ასრულებენ - რედ.) დატოვებენ და მარჯვენა მცველის პოზიციაზე "ტოტენჰემის" ლიდერი, კაილ ვოლქერის კანდიდატურა განიხილება.
dle

11-05-2017, 22:17 6297
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადის...

შემოგვიერთდით