"დინამოში" ესპანელი ლეგიონერები ბრუნდებიან

image
თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე გასასვლელად მზადებას სერიოზულად იწყებს და გუნდი ახალი ლეგიონერების ჩამოყვანას აპირებს.

"დინამოში" შესაძლოა "ბარსელონას", "სარაგოსას", "ალმერიას" და "ვალიადოლიდის" ყოფილი თავდამსხმელი, როდრიგო რიოს ლოზანო ვიხილოთ, რომელიც ახლა "კორდობაში" თამაშობს. როდრის ესპანეთის 21-წლამდელთა შორის 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო, "ბლაუგრანას" მეორე გუნდში 2011-14 წლამდე 35 მატჩში 7-ჯერ გამოირჩა. მას 3 შეხვედრა აქვს პირველ გუნდში და ერთ დროს დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდად მიიჩნეოდა.

მეორე მოთამაშე მარსელო ანდრეს სილვა ფერნანდესია, 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი. მას "ლას პალმასში" და "ვალიადოლიდში" უთამაშია და დღეს "სარაგოსას" რიგებში ირჯება. დიდი ალბათობით "სარაგოსა" ლა ლიგის მე-2 დივიზიონიდან გავარდება.

"დინამოს" მიმდინარე წელს დიდი მიზნები აქვს და ეს ფეხბურთელები ნამდვილად დაგვეხმარებიან მიზნის მიღწევაში...
dle


5-05-2017, 02:31 9577
კომენტარები
შემოგვიერთდით