ზიდანი ადასტურებს, რომ "ჩელსი" ხამესის სანაცვლოდ 76 მილიონს იხდის

image
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ალბათობით ლონდონის "ჩელსიში" გადავა.

"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ხამეს როდრიგესის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"უდიდესი კონკურენციის გამო ხამესი სამწუხაროდ საკმარის სათამაშო დროს ვერ იღებს და შესაძლოა ინგლისში წავიდეს. ვიცი, რომ ის რამდენიმე გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას და როდრიგესს ნამდვილად არ შევუშლით ხელს ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც მისთვის უკეთესი იქნება. ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება, მანამდე კი დიდი დროა", - განაცხადა ზიდანმა.

ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან კოლუმბიელში 76 მილიონი ევრო გადაიხადონ. ხამესი "რეალში" 2014 წელს გადავიდა და 70 მატჩში 22 გოლი გაიტანა. dle

6-04-2017, 02:03 9482
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით