ლივერპულის ლეგენდა მარტინ შკრტელი:"ვლადიმერ ვაისი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში" !

image
"ლივერპულის" ლეგენდამ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმერ ვაისზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მალტას 1-3 მოგების შემდეგ ჟურნალისტებმა "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს და სლოვაკეთის ნაკრების კაპიტანს, მარტინ შკრტელს კითხვა ვლადიმერ ვაისზეც დაუსვეს, რომელმაც სლოვაკეთი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გაიყვანა.

"ვლადიმერ ვაისი ერთ-ერთი საუკეთესო და ალბათ საუკეთესო მწვრთნელია მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. მე კენი დაგლიშთან, რაფა ბენიტესთან და სხვა გამოჩენილ მენტორებთან ერთად ჩამიტარებია თამაშები და ეს ამის შემდეგ დავასკვენი. მაშინ სლოვაკეთმა მასთან ერთად თითქმის შეუძლებელი შეძლო და დარწმუნებული ვარ, თუ მას სათანადრო დრო მიეცემა, თავის სიტყვას საქართველოს ნაკრებშიც იტყვის", - განუცხადა შკრტელმა რეპორტიორებს.

საინტერესოა, რომ ამ განცხადების გაკეთებიდან 1 დღის შემდეგ საქართველო 5-0-ს ამარცხებს ლატვიას.
dle

29-03-2017, 01:53 4546
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ლივერპულის ლეგენდა:"ვლადიმერ ვაისი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში" !

შემოგვიერთდით