NBA-ში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდეს

image
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი კარიერას NBA-ში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შერმადინი CBsSport-ის თანახმად, შესაძლოა NBA-ს ერთ-ერთი გუნდის წევრი გახდეს. მის მიმართ დიდ ინტერეს " ნიუ-ორლეან პელიკანსი", "საკრამენტო ქინგსი" და "ფინიქს სანსი" იჩენენ.

"პელიკანსი" ომერ აშიკის, ხოლო, "საკრამენტო" კოსტა კუფოსის გაცვლას ცდილობს და შერმადინი მათ შესაძლო შემცვლელად ესახებათ. "ფინიქსაც" დიდი ალბათობით ალექს ლენი ან ტაისონ ჩენდლერი დატოვებს.

გამოცემის აზრით, შერმინატორი NBA-ს ნებისმიერ გუნდში მინიმუმ 7-8 წუთს თავისუფლად ითამაშებდა და შეზღუდულ დროში რესპექტაბელურ სტატისტიკას დადებდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ესპანეთის ლიგის იანვრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, როცა ჩემპიონატში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელები ასპარეზობენ.

შერმადინი 2008 წელს დრაფტზე არ აირჩიეს, თუმცა მას შემდეგ ევროპული კალათბურთში თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. გიო უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ჩემპიონი.

იხილეთ ვიდეო, სადაც შერმადინი NBA-ს გუნდში თითქმის ყველა ბურთი ჩააგდო

#ყოჩაღშემარდინი
dle

9-02-2017, 20:53 7195
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით