"ბარსას" ლიდერებს გომეშის წასვლა უნდათ » საფეხბურთო საიტი

"ბარსას" ლიდერებს გომეშის წასვლა უნდათ

image
როგორც ესპანური Dario Gol ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონას" ლიდერებს, ლიონელ მესის, ხერარდ პიკესა და ანდრეს ინიესტას 23 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის გაყიდვა უნდათ.

წყაროს ცნობით, მესი, პიკე და ინიესტა ფიქრობენ, რომ დენის სუარესი და რაფინია სასტარტოში მოხვედრას, გომეშის ნაცვლად, უფრო ხშირად იმსახურებენ.

თუ ჭორებს დავუჯერებთ, ანდრე გომეშმა გასახდელში ნდობა დაკარგა, ამიტომ ის მომდევნო ზაფხულში გაიყიდება.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ის პორტუგალიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით აპირებს, რამაც გასახდელში უკმაყოფილება გამოიწვია.

ანდრე გომეში "ბარსელონაში" გასულ წელს 35 მილიონ ევროდ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა.

როგორც ცნობილია, თუ კატალონიური კლუბი გომეშის გაყიდვას მოისურვებს, მისი შეძენის მთავარი პრეტენდენტი "იუვენტუსი" იქნება.

barcamania dle

7-02-2017, 23:44 667
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
როგორც ესპანური Dario Gol ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონას" ლიდერებს

შემოგვიერთდით