რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

მატჩები, რომლების გამოტოვება არ შეიძლება
12-09-2014, 17:09
1829
Ошибка
მატჩები, რომლების გამოტოვება არ შეიძლება
პრემიერლიგის ტურის საუკეთესო მატჩები

არსენალი - მანჩესტერ სიტი 13 სექტემბერი 15:45

არსენ ვენგერის გუნდს საკუთარ მოედანზე ზედიზედ 19 მატჩია არ წაუგია, მაგრამ "სიტიმ" ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 5-ში მეტოქეს ორივე ტაიმი მოუგო. პელეგრინის გუნდი გასვლით მატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურება. მათ მოიგეს ბოლო სამი გასვლითი მატჩი და უკანასკნელი 7 მატჩიდან 6-ში მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლეს. "არსენალს" კვლავ პრობლემები აქვს ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ამჯერად, გუნდს ვერ დაეხმარებიან აარონ რემსი, ოლივიე ჟირუ, სერჟ გნაბრი და თეო უოლკოტი, სამაგიეროდ გუნდის ახალწვეული დენი უელბეკი მზადაა სადებიუტოდ. პელეგრინის კი ამ მატჩში დააკლდებიან ფერნანდო, პაბლო საბალეტა და სტევან იოვეტიჩი. შესაძლოა დღეს ბაკარი სანიამ პირველად ითამაშოს "არსენალის" წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი: შესნი, გიბსი, კოსშელნი, მერტეზაკერი, დებუში, არტეტა, კასორლა, ოზილი, უილშირი, სანჩესი, უელბეკი.
სიტი: ჰარტი, კოლაროვი, კომპანი, დემიჩელისი, სანია, სილვა, ფერნანდინიო, ტურე, ნასრი, აგუერო, ჯეკო.

ჩელსი - სუონსი 13 სექტემბერი 18:00

"ჩელსის" სტემფორდ ბრიჯზე ბოლო 29 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული. მოურინიოს გუნდს ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8-ში კარი მშრალად აქვს შენახული. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "ჩელსის" "სუონსისგან" 4 მატჩია გოლი არ გაუშვია. გარი მონკის გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მათ მიმდინარე სეზონში ყველა ჩატარებული ტაიმი გამარჯვებით დაასრულეს. ორივე გუნდი ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაზეც მეტყველებს ფაქტი, რომ "ჩელსის" მინიმუმ ორი გოლი გააქვს პრემიერლიგის ბოლო 4 შეხვედრაში, ხოლო "სუონსის" უკანასკნელი 7 გასვლითი მატჩიდან 6-ში გააქვს მინიმუმ ორი გოლი. დიეგო კოშტამ და ედენ აზარმა მცირე ტრავმები მიიღეს, მაგრამ მაინც მზად არიან სათამაშოდ. სადებიუტოდ ემზადება ფრანგი ფორვარდი ლოიკ რემი, რომელიც სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე იქნება. "გედებმა" ბოლო მატჩი 3:0 მოიგეს და სავარაუდოდ გუნდში არანაირი ცვლილება არ იქნება. კვლავ ტრავმირებულები არიან მარვინ ემნესი, ლეონ ბრიტონი და ალან ტეიტი.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა, ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, რამირესი, მატიჩი, აზარი, ფაბრეგასი, ვილიანი, კოშტა.
სუონსი: ფაბიანსკი, ტეილორი, ამატი, უილიამსი, რანხელი, სუნგ-იუნგი, შელვი, რუტლეჯი, სიგურდსონი, დაიერი, ბონი.

მანჩესტერ იუნაიტედი - ქუინზ პარკ რეინჯერსი 14 სექტემბერი 19:00

"იუნაიტედმა" "ქპრ"-ს ბოლო 5 მატჩი მოუგო. "რეინჯერებს" პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გოლი არ გაუტანიათ და ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან 5 წაგებული აქვთ. ყველა ტურნირის გათვალისწინებით "იუნაიტედს" "ქპრ"-სთან ბოლო 4 შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი გააქვს. როგორც ყოველთვის, "წითელ ეშმაკებს" უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა გუნდში უდიდესი კონკურენციაა და პირველი მატჩის სათამაშოდ ბევრი ფეხბურთელი ემზადება. დალეი ბლინდი, ლიუკ შოუ, მარკოს როხო და ფალკაო პირველ მატჩებს ჩაატარებენ ახალ გუნდში. ჰარი რედნაპს კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში - ალეხანდრო ფაურლინი.

სავარაუდო შემადგენლობები

იუნაიტედი: დე ხეა, როხო, ევანსი, სმოლინგი, ბლინდი, დი მარია, ფლეტჩერი, ვალენსია, მატა, ფალკაო, რუნი.
ქპრ: გრინი, ჰილი, ფერდინანდი, კოლკერი, ისლა, ჰოილეტი, ბარტონი, მატჩი, ფილიპსი, ფერი, ოსტინი.


ლალიგის ტურის საუკეთესო მატჩები

ბარსელონა - ბილბაო 13 სექტემბერი 18:00

კატალონიურ კლუბს "ბილბაოს" წინააღმდეგ ბოლო 12 მატჩიდან 11 აქვს მოგებული. "ბარსელონას" მინიმუმ ორი გოლი გააქვს საკუთარ მოედანზე ბოლო 14 შეხვედრიდან 13-ში, ხოლო "ატლეტიკის" წინააღმდეგ კამპ ნოუზე ბოლო 12-დან 11-ში გააქვს ორზე მეტი გოლი. "ბარსას" საკუთარ მოედანზე 9 მატჩია არ წაუგია. გუნდის შემტევი, ნეიმარი გამოჯანმრთელდა და მზადაა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში, ხოლო ჟერემი მატიე ტრავმირებულია. ერნესტო ვალვერდეს კი არ ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელი და ამ პლიუსის გამოყენებას ეცდება შაბათის შეხვედრაში.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ბრავო, ალბა, მასკერანო, პიკე, ალვეში, ინიესტა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, პედრო.
ბილბაო: ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტე, ხოსე, მარკოსი, რიკო, იტურასპე, მუნიაინი, ბენატი, სუსაეტა, ადურისი.

რეალ მადრიდი - ატლეტიკო მადრიდი 13 სექტემბერი 22:00

"რეალს" სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებული ბოლო 31 მატჩიდან 28 აქვს მოგებული. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "რეალს" "ატლეტიკოსთან" ბოლო 17-დან მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული სანტიაგო ბერნაბეუზე. დიეგო სიმეონეს გუნდს კი ლალიგაში ბოლო 15 მატჩიდან 14 არ წაუგია. კრიშტიანო რონალდუს პორტუგალიის ნაკრებში არ უთამაშია და ცდილობდა ტრავმა ბოლომდე მოერჩინა. სამი ხედირა და დანიელ კარვახალი სანაკრებო პაუზის შემდეგ ტრავმირებულები არიან. სადებიუტოდ ემზადება ჩიჩაარიტო. "ატლეტიკოს" კი მხოლოდ არდა თურანი დააკლდება. დიეგო სიმეონე კი მატჩს კვლავ ტრიბუნებიდან მიადევნებს თვალს.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: კასილასი, მარსელო, პეპე, რამოსი, არბელოა, ბეილი, კროოსი, მოდრიჩი, რონალდუ, ბენზემა, როდრიგესი.
ატლეტიკო: მოია, სიკეირა, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, გრიზმანი, გარსია, კოკე, მანჯუკიჩი.


ბუნდესლიგის ტურის საუკეთესო მატჩები

ბაიერნი - შტუტგარტი 13 სექტემბერი 17:30

"ბაიერნმა" ალიანს არენაზე ბოლო 26 მატჩიდან 24 მოიგო, ხოლო "შტუტგარტს" უკანასკნელი 11 მატჩი მოუგო. ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 12-ში "რეკორდმაისტერს" მინიმუმ ორი გოლი გააქვს მეტოქის კარში. "შტუტგარტს" კი ბოლო 11 გასვლითი მატჩია არ მოუგია ბუნდესლიგაში. ფრანკ რიბერიმ საბოლოოდ განაცხადა უარი ნაკრებში თამაშზე და მთლიანად გადმოერთო "ბაიერნზე", სადაც ტრავმა მოირჩინა და მზადაა სათამაშოდ. "შტუტგარტს" ვერ დაეხმარებიან გინჩეკი და აბდელაუე.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ნოიერი, ბადშტუბერი, დანტე, ბოატენგი, ბერნატი, ალაბა, როდე, ლამი, მიულერი, რიბერი, ლევანდოვსკი.
შტუტგარტი: ულრაიხი, ჰლოუშეკი, რუდიგერი, ნიდერმაიერი, კლაინი, გენტნერი, რომეუ, კოშტიჩი, დიდავი, ჰარნიკი, იბიშევიჩი.

ბორუსია გლადბახი - შალკე 13 სექტემბერი 20:30

ყველა ტურნირის გათვალისწინებით "გლადბახმა" საკუთარ მოედანზე ბოლო 7 მატჩიდან 6-ჯერ მოუგო "შალკეს". ლუსიენ ფავრის გუნდი საკუთარ მოედანზე 5 მატჩიდა დაუმარცხებელია. მასპინძლებს ბევრი ფეხბურთელი გამოუჯანმრთელდა და მზად არიან მატჩში მონაწილეობის მისაღებად. ესენი არიან: ალვარო დომინგესი, ოსკარ ვენდტი და მაქს კრუზე. "შალკეს" კი დააკლდებიან ჟოელ მატიპი, ფელიპე სანტანა, სეად კოლაშინაცი და ჯეფერსონ ფარფანი. ახალგაზრდა მაქს მაიერ არ იმყოფება კარგ ფორმაში და მის ადგილს კევინ პრინს ბოატენგი დაიკავებს.

სავარაუდო შემადგენლობები

გლადბახი: ზომერი, დომინგესი, იანჩკე, შტრანცლი, ჯონსონი, ტრაორე, შაკა, კრამერი, ჰანი, რაფაელი, კრუზე.
შალკე: ფერმანი, აოგო, აიჰანი, ჰოვედესი, უჩიდა, ჰოგერი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი, ბოატენგი, სემი, ჰუნტელაარი.


სერია ა-ს ტურის საუკეთესო მატჩები

იუვენტუსი - უდინეზე 13 სექტემბერი 22:45

"იუვენტუსს" სერია ა-ში ბოლო 19 საშინაო მატჩი აქვს მოგებული, ხოლო ბოლო 8 მატჩიდან 7-ში ბუფონმა კარი მშრალად შეინახა. "უდინეზეს" მინიმუმ ორი გოლი გააქვს ჩემპიონატის ბოლო 4 შეხვედრაში, თუმცა ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 6-ში მინიმუმ ორი გოლი გაუშვა. მათ არ მოუგიათ ბოლო 7 გასვლითი მატჩი სერია ა-ში. "ბებერ ქალბატონს" სერიოზული პრობლემები აქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით. ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, ჯორჯო კიელინი და კარლოს ტევესი სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან. "უდინეზეს" კი მხოლდ ორი ფეხბურთელი ჰყავს ლაზარეთში და საბედნიეროდ მათ შორის არ არის ანტონიო დი ნატალე, რომელიც ისევ შეუდარებელ ფორმაშია.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კასერესი, ევრა, პერეირა, მარკიზიო, პოგბა, ლიხტშტაინერი, ჯოვინკო, ლიორენტე.
უდინეზე: კარნეზისი, დომიცი, დანილო, ჰერტო, პასკუალე, კონე, ალანი, გილერმე, ვიდმერი, მურიელი, დი ნატალე.

პარმა - მილანი 14 სექტემბერი 22:45

"მილანმა" ჩემპიონატში გამართული ბოლო 10 მატჩიდან 8-ჯერ მოიგო, ხოლო "პარმას" საკუთარ მოედანზე ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული. ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "მილანს" ბოლო 7-დან 6 შეხვედრაში მინიმუმ ორი გოლი აქვს გატანილი "პარმას" კარში. ტრავმის მიუხედავად ჟონათან ბიაბიანი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს, ხოლო ანტონიო კასანო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ფილიპო ინძაგის გუნდს ვერ დაეხმარება რიკარდო მონტოლივო, თუმცა დე შილიომ და მექსესმა მოირჩინეს ტრავმები.

სავარაუდო შემადგენლობები

პარმა: მირანტე, გობი, ლუკარელი, პალეტა, კასანი, ხორკერა, ლოდი, აკუა, კასანო, ბელფოდილი, ბიაბიანი.
მილანი: ლოპესი, დე შილიო, ზაპატა, ალექსი, აბატე, მუნტარი, დე იონგი, პოლი, ელ შაარავი, მენეზი, ჰონდა.


ლიგა ერთის საუკეთესო მატჩი

ლიონი - მონაკო 12 სექტემბერი 22:30

"ლიონს" ჩემპიონატში ბოლო სამი მატჩი აქვს წაგებული, ხოლო საკუთარ მოედანზე ბოლო სამ შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობით დამარცხდა. ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ გუნდს უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ბედიმო, ფოფანა, გრენიე, ბენზია და ბიშევაცი გუნდს ვერ დაეხმარებიან. "მონაკოს" შეტევის ახალი ლიდერი ფალკაოს წასვლის შემდეგ დიმიტარ ბერბატოვი გახდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლიონი: ლოპესი, დაბო, უმტიტი, როზე, ჟალე, მვუემბა, გონალონსი, ფერი, მალბრანქი, იატარა, ლაკაზეტი.
მონაკო: სუბასიჩი, კურჟავა, კარვალიო, რაგი, ფაბინიო, მოუტინიო, კონდოგბია, ტულალანი, ოკამპოსი, ბერბატოვი, ფერეირა-კარასკო. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
შოთა არველაძე ახალ გუნდს გაწვრთნის
0
10227
ახალი ამბები, საქართველო
ანდრე გომეში "იუვენტუსში" ითამაშებს
0
2431
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728