Image

რონალდუ: "მე და მესი ერთმანეთს პატივს ვცემთ"

image
მადრიდის "რეალის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან მისი შედარება არ შეიძლება.

"მესი ცდილობს მისი გუნდისთვის საუკეთესო გააკეთოს, მე კი ჩემი გუნდისთვის. ჩვენ მეტოქეები ვართ, რადგან კონკურენტ კლუბებში ვასპარეზობთ, მაგრამ ერთმანეთს პატივისცემით ვეპყრობით. მე ნორმალური ურთიერთობა მაქვს მესისთან.

ხალხი ჩვენ მუდმივად გვადარებს ერთმანეთს, ეს ნორმალურია. გვადარებენ ასევე ჩვენი შვილებიც: როდის დაიბადნენ, ვინ არის სწრაფი, ჭკვიანი... ასეთია ეს ბიზნესი. ვთვლი, რომ ჩვენი შედარება არ შეიძლება, რადგან კრიშტიანუ რონალდუ - ეს კრიშტიანუ რონალდუა და მესი - ეს მესია.

ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები ვართ, ინდივიდუალური ჯილდოები და გუნდთან ერთად ტიტულები ამას ამტკიცებენ. არ მიყვარს შედარება, ეს არ არის ჩემთვის.

ჩვენ განვსხვავდებით, ორი განსხვავებული ადამიანი, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ." - განაცხადა პორტუგალიელმა.

Barcamania dle

25-01-2017, 23:32 495
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
მადრიდის "რეალის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ თვლის, რომ "ბარსელონას"

შემოგვიერთდით