ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი "ლივერპულში" დაბრუნდა

image
"ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი, სტივენ ჯერარდი გუნდში დაბრუნდა.

"ლივერპულის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჯერარდი აკადემიის გუნდს თებერვლიდან გაწვრთნის, მანამდე სტივენი Uefa-ს ლიცენზიის მისაღებად მუშაობს.

"თითქოს ეს წრე სრულიად დასრულებულია. დავბრუნდი იქ, სადაც პროფესიონალური კარიერა დავიწყე. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება ემოციების ფონზე არ მიმიღია - ეს ნიშნავს, თუ რა შემიძლია შევთავაზო და მოვუტანო "ლივერპულს". არც კი ვფიქრობ, რომ რამის ახსნა მესაჭირეობა, თუ რას ნიშნავს "ლივერპული" ჩემთვის. ასევე ეს დიდებულ შესაძლებლობას მაძლევს, ვისწავლო და განვითარდე, როგორც მწვრთნელი. სწორედ ამ დროს ჩემს ცოდნას, იდეებს და გამოცდილებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს გავუზიარებ", - განაცხადა ჯერარდმა.

სტივენი 1998 წლიდან 2015 წლამდე "წითლების" მოთამაშე გახლდათ და 504 მატჩში 120 გოლი შეაგდო. საკლუბო დონეზე მან თითქმის ყველა ტიტულის მოგება შეძლო, პრემიერ ლიგის გარდა.

ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი "ლივერპულში" დაბრუნდა
dle

20-01-2017, 22:59 1928
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით