რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

სტეფ კარი:"ზაზა ფაჩულია ყველაზე დიდი ეგოისტია!"
5-01-2017, 12:57
11464
Ошибка
სტეფ კარი:
"გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავმა, სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას შესახებ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"პორტლენდთან" 125-117 მოგების შემდეგ ჟურნალისტებმა კარის ზაზასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. ბოლო თამაშებია ფაჩულია შეტევაში აშკარად კარგად გამოიყურება და "ბლეიზერსთან" 13 ქულა ჩააგდო.

"არ ვიცი, ეს რა არის, იქნებ ის უფრო დიდი ეგოისტი გახდა და ამის დამსახურებაა. იქნებ ნერვები მოეშალა, როდესაც ჩვენ ამდენ ბურთს ვისვრით და მას ამის ნაკლები შანსი აქვს. იფეთქა "ამ ეგოიზმა" და გაამართლა კიდეც. ყველა მის შედეგიანობაზე მიუთითებს, თუმცა მე ზაზას დაფარებებმა უფრო გამაოცა. მას დღეს მგონი 3 თუ 4 ბლოკი ჰქონდა, რასაც ყოველთვის მოითხოვდნენ ჩვენი ფანები. ის გუნდი შეუცვლელი წევრია", - განაცხადა კარიმ ჟურნალისტებთან.

იანვრის თვეში ქართველი 12 ქულას, 6 მოხსნას, 1.5 დაფარებას, 1 ასისტს და 0.5 ჩაჭრას აკეთებს. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031