რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ამერიკული მედია:"გააქტიურდით თორემ, ქართველები ზაზა ფაჩულიასთან ერთად სასწაულს აკეთებენ" !
27-12-2016, 22:29
7409
Ошибка
ამერიკული მედია:
ამერიკული პრესა საქართველოს ნაკრების ლიდერზე და ქართველი ხალხის შესახებ წერს.

ამერიკელი ბლოგერები აქტიურად აღნიშნავენ, რომ ზაზა ფაჩულიას "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე გაყვანა კიდევ უფრო რთული გახდა. NBA-მ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და გულშემატკივრებს ახლა მხოლოდ 50% ანუ ნახევარი ხმა დარჩათ. 25% მედიას და 25% ლიგის მოთამაშეებზე გადანაწილდა.

მიუხედავად ამისა, ამერიკელები აღნიშნავენ, რომ ფაჩულიას მხარდაჭერები კიდევ უფრო მობილიზებულნი არიან და აპირებენ 2 მილიონი ხმა დააგროვონ. ამასთანავე, წელს ზაზას ფანები უკვე გამოცდილებიც არიან და არ აპირებენ ის შეცდომები გაიმეორონ, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა. Big Z-ს მხოლოდ 14 ათასი ხმა დააკლდა და მას კავაი ლეონარდმა გაასწრო.

ასევე, ბლოგერმა "გოლდენ სტეიტის" სოციალური ქსელები გადაათვალიერა და როგორც "დალას მავერიქსის" შემთხვევაში მოხდა, "მეომრების" ფანების იმედი ფაჩულიას არ უნდა ჰქონდეს. "დალასიდან" დირკ ნოვიცკი იყო გამორჩეული, ხოლო, "Gsw"-ში ერთბაშად 4 კალათბურთელი, გრინი, ტომპსონი, დურანტი და კარი არიან "ALL Star"-ს პრეტედენტები.

ჩვენი ამერიკელი მეგობრების დიდი ნაწილი აღფრთოვანებულნი არიან ქართველების შემართებით და მათ ნამდვილად ურჩევნიათ "მაყურებლის თამაშში" მონაწილეობა ზაზამ შეძლოს, ვიდრე ენეს კანტერმა, რომელიც ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულებით სარგებლობს.

#Nbavote Zaza Pachulia - არ დაგავიწყდეთ ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გუტი:"მესი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ როგორც კაცი, ძალიან პატარაა"
0
4861
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
სერხიო რამოსი პიკეს:"ახლა შეგიძლია შენისთანები დააბოლო"
0
5050
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
ყველაზე საშინელი კვირა - "ბარსელონას" 3 გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა !
0
79
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
სტეფ კარი:"ზაზა ფაჩულიამ ძალიან აურია, ცოტაც და ..."
0
6617
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
0
5284
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    აპრილი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930