თორნიკე ოქრიაშვილმა ბელგიაში მანქანით წარმოუდგენელი სისწრაფე განავითარა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენკის" ფეხბურთელს, თორნიკე ოქრიაშვილს ბელგიაში მართვის მოწმობა ერთი თვით ჩამოართვეს.
ვებ-გვერდ voetbalkrant.com-ის ცნობით, 2014 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ ჰასელტში ოქრიაშვილის აბტომობილი 188 კმ/სთ-ით მოძრაობდა, მაშინ როცა იმ ადგილას მხოლოდ 90 კმ/სთ-ით მოძრაობა იყო დაშვებული.
23 წლის ფეხბურთელს მართვის მოწმობა ახლახანს ჩამოართვეს. როგორც ირკვევა, თორნიკეს 300 ევროს გადახდაც მოუწევს.
წყარო: Fanebi.com

23-10-2015, 00:19 6818
კომენტარები