რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » უეფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები 41-ე ადგილზეა
უეფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები 41-ე ადგილზეა
16-10-2015, 16:42
1712
Ошибка
უეფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრები 41-ე ადგილზეა
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას რეიტინგში, სადღეისო მონაცემებით, 41-ე ადგილზეა. ეს არაა ფიფას რეიტინგი, რომელიც ყოველთვიურად ქვეყნდება. უეფა რეიტინგს ადგინს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე, ასევე 2014 წლის მუნდიალის შესარჩევზე და ფინალურ ტურნირზე, პლუს ევრო 2016-ის შესარჩევზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

სექტემბრამდე საქართველო 48-ე ადგილზე იყო, ახლა კი 41-ეზეა 17 786 ქულით. ქართველებმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვეს, რომელიც ერთი საფეხურით დაბლა, 42-ე პოზიციაზა. მათ გარდა, კახა ცხადაძის ნაკრები უსწრებს ლატვიას, კვიპროსს, მოლდოვას, მაკედონიას, ყაზახეთს, ლუქსემბურგს, ლიხტენშტაინს, ფარერებს, მალტას, ანდორას, სან მარინოსა და გიბრალტარს.

ათეული ასეთია: 1. გერმანია, 2. ესპანეთი, 3. ინგლისი, 4. პორტუგალია, 5. ბელგია, 6. იტალია, 7. ჰოლანდია, 8. საფრანგეთი, 9. რუსეთი, 10. შვეიცარია.

სწორედ უეფას რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება კალათებში ბურთულები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრისას.

წყარო: Gff.ge dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ნეიმარის შესანიშნავი პენალტი "სოსიედადის" კარში (ვიდეო)
0
45
ახალი ამბები, ვიდეო, ესპანეთი, ბარსელონა
იტალიური პრესა: დეულოფეუ "მილანში" ითამაშებს
0
29
ახალი ამბები, იტალია, მილანი
ბაიერნი: 80 მილიონი ვერატის სანაცვლოდ?
0
26
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი, პსჟ
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031