Image

კობის ცრემლები - ემოციები გამარჯვების შემდეგ

image
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამარჯვებულ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს „ჰოლიდეი ინში“ შეკრებილი საზოგადოებისთვის უნდა მიემართა, თუმცა ემოციის გამო ვერ შეძლო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეათე პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. დელეგატთა 33-კაციანი შემადგენლობიდან მას მხარი ნახევარზე მეტმა, 18-მა დელეგატმა დაუჭირა.

რეზი არველაძემ 15 ხმა მიიღო, მამუკა კვარაცხელიამ - 0. ხმის დამთვლელმა კომისიამ შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძოდა.

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში 19 წლის ასაკში, 1996 წელს დაიწყო. მისი დებიუტი ნორვეგიელებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ლევან კობიაშვილს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. მათ შორის უკანასკნელი გოლი კობიაშვილმა 2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში გაიტანა, რომელიც საქართველომ სწორედ მისი გოლის წყალობით 1-0 მოიგო. ნაკრებში უკანასკნელი, მე-100 მატჩი კობიაშვილმა იმავე ტურნირზე 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩაატარა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.

21-წლიანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა.

info9 dle

3-10-2015, 21:59 2242
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით