რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

Francefootball: კანკავა მეტი, ვიდრე უხეში ნახევარმცველი
28-09-2015, 13:49
1377
Ошибка
Francefootball: კანკავა მეტი, ვიდრე უხეში ნახევარმცველი
ფრანგული “რეიმსის” ახალწვეულ ჯაბა კანკავას საფრანგეთში კარგი პრესა ნამდვილად არ აკლია. ამჯერად 29 წლის ფეხბურთელის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “ფრანს ფუტბოლიც” წერს.

ჯაბა საფრანგეთის ლიგა 1-ის 10 გამორჩეულ ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთაც ამ ქვეყნის ჩემპიონატში ახალი ხიბლის მოტანა შეუძლიათ და ვინც ნიჭს მოკლებბული ნამდვილად არაა.

ცნობილი გამოცემა კანკავაზე წერს, რომ მან აქამდე ჩატარებულ 4 მატჩში ამდენივე გაფრთხილება მიიღო, მაგრამ იგი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ უხეში ნახევარმცველი. “ფრანს ფუტბოლის” მოსაზრებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ევროპა ლიგის ფინალისტმა “დნიპროს” შემადგენლობაში “რეიმსის” უკანა ხაზს გაცილებით მეტი სიძლიერე შესძინა. ჯაბაზე მცირე წერილში ნახსენებია, რომ მასთან ერთად “რეიმსმა” ბოლო სამ მატჩში ერთადერთი გოლი გაუშვა პსჟ-სგან, ისიც ისეთი ჩემპიონისგან, როგორიც ედინსონ კავანია.

ქართველი ფეხბურთელის გარდა, ლიგა 1-ის 10 გამორჩეულ ფეხბურთელს შორის ნიკოლას ბენეზი (“გინგამი”), დემიენ და სილვა (“კაენი”), იან ჟუფრე (“ლორიენი”), ვინსენ კოზიელო (“ნიცა”), იულიან პალმიერი (“ბასტია”), ფლორენტინ პოგბა (“სენ ეტიენი”), ადრიენ რეგატინი (“ტულუზა”), რომან საისი (“ანჟერი”) და იაკობა სილა (“რენი”) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის ბოლო ტურში “რეიმსმა” “ლილი” 1:0 დაამარცხა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კანკავა დასახელდა.


worldsport.ge dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ზაზა ფაჩულიას ჩვენი დახმარება სჭირდება !
0
7803
ახალი ამბები, საქართველო
პიკეს მძიმე პასუხი "რეალს":"იცინეთ ბიჭებო და მალე..."
0
9610
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი რონალდო დაიმატა
0
7823
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი"ფეხბურთს 1 კვირაში დავუბრუნდები"
0
6965
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
არსენალს ალიშერ უსმანოვი 2 მილიარდად ყიდულობს
0
9674
ახალი ამბები, ინგლისი, არსენალი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მაი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031