რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

"ბარსა" არდა თურანის დარეგისტრირებას ცდილობს
22-09-2015, 15:32
975
Ошибка
"ბარსელონას" მიერ არდა თურანის იანვრამდე დარეგისტრირების საკითხი კვლავ აქტუალურია. თუ კატალონიის რადიოს დავუჯერებთ, კლუბის ხელმძღვანელობამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე მიმართა.

ესპანეთში მოქმედი წესების თანახმად, თუ რომელიმე ფეხბურთელი გუნდს, ტრავმის გამო, 5 თვით ან მეტი ვადით გამოაკლდა, კლუბს მისი შემცვლელის დარეგისტრირება ნებისმიერ დროს შეუძლია, თუნდაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნილი არ იყოს. ოღონდ, ამ ფეხბურთელს თამაშის უფლება მხოლოდ პრიმერას მატჩებში შეეძლება.

იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ, "ბარსას" რაფინია მინიმუმ 6 თვით გამოაკლდა, მის ნაცვლად არდა თურანის დარეგისტრირების საკითხი დღის წესრიგში დადგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ FIFA, ესპანეთში მოქმედი წესების მიუხედავად, "ბარსას" ამის უფლებას არ აძლევდა, რისი მიზეზიც ტრანსფერებზე დაწესებული შეზღუდვა იყო. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ FIFA-მ დისკვალიფიკაციის ვადა უკვე ამოწურულად ჩათვალა.

ბოლო ინფორმაციით, "ბარსელონას" წარმომადგენლებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არდა თურანის დარეგისტრირების მოთხოვნით პარასკევს მიმართეს და ისინი, პარალელურად, კონსულტაციების FIFA-სთნ გადიან. ფეხბურთის ფედერაცია კი, თავის მხრივ, FIFA-სგან ნებართვის აღებას შეეცდება.

barcamania.ge dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ტოპ 3 ფეხბურთელი, რომლებიც მესიმ "ბარსელონადან" "გააგდო"
0
5871
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 13 მილიონზე უარი განაცხადა
0
2724
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
კრიშტიანო რონალდოს დიდი პრობლემები აქვს
0
14361
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    აპრილი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930