სადამდე მიჰყავს ქალი უსექსობას..

image
სპეციალისტების აზრით, მაშინ, როდესაც ქალი განიცდის სექსის ნაკლებობას, მის ორგანიზმში გამომუშავდება მამაკაცური ჰორმონები, კანი ხდება გაცილებით სქელი და ცხიმიანი. ამასთანავე, მენსტრუალური ტკივილები ხდება უფრო ხშირი და გაუსაძლისი, ხოლო მენოპაუზის პირველ პერიოდებში იგრძნობა განსაკუთრებულად დიდი დისკომფორტი.

პარტნიორთან დიდი ხნის განმავლობაში სექსის არქონა, ქალში დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. განსხვავებით ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან, ქალბატონები სექსისგან სიამოვნების მიღებას იწყებენ დაახლოებით 30 წლის ასაკიდან. 35 – 40 წელი ქალისათვის სექსუალური ცხოვრების პიკია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ახალგაზრდებიც იჩენენ დიდ ინტერესს სექსუალური ცხოვრებისადმი, ნამდვილ სიმაღლეებს ქალი ასაკში შესვლისას იპყრობს.

ხშირ შემთხვევებში, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა შეიძლება ყურადღება არ მიაქციონ საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნილებებს, უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალონ სამსახური ან სხვა საქმეები, მაგრამ ბოლოს მაინც ცხადი ხდება, რომ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან ბრძოლა შეუძლებელია.
dle


26-06-2015, 00:54 1165
კომენტარები
შემოგვიერთდით