რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

კახა კალაძე: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეგობრებს ვუგულშემატკივრებ“
4-06-2015, 00:28
1742
Ошибка
კახა კალაძე: “ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეგობრებს ვუგულშემატკივრებ“
დრო ძალიან ნელა გადის მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს ელოდები. ცხადია, ეს არის თამაში, რომელსაც ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინებით ხვდება. გამონაკლისი არ არის ცნობილი ქართველი ექს-ფეხბურთელი, წარსულში “მილანში“ მობურთავე და საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მთავარი დაპირისპირების მოახლოებასთან ერთად, მით უფრო საინტერესო გახდა ცნობილი ადამიანების შეხედულება - თუ რას ფიქრობენ ისინი: ვინ მოიგებს, ან უბრალოდ ვის გულშემატკივრობენ.

გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, რომ ამ მატჩში კახი თავის იტალიელ მეგობრებს უგულშემატკივრებს. აწ უკვე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ტურინის “იუვენტუსის“ ნახევარმცველ ანდრეა პირლოსთან. ის ასევე კარგად იცნობს ჯანლუიჯი ბუფონს, იტალიელთა გამოცდილ კარის დარაჯს...

“ძალიან რთულია ფავორიტის დასახელება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ დროისათვის მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს. არა მგონია, რომ ამ დაპირისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი არსებობდეს. სურვილებს რაც შეეხება, მინდა წარმატებები ვუსურვო იტალიელ მეგობრებს, განსაკუთრებით, ანდრეა პირლოს, რომელიც ნამდვილი გენიოსია.“

“პირლოსთან კვლავ ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ ფეხბურთელთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მომეცა. მისნაირი ძლიერი ნახევარმცველი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა,“ - განაცხადა კალაძემ. dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
"მილანი" ბელოტის იფორმებს
0
3732
ახალი ამბები, მილანი
დანილო "რეალს" ტოვებს
0
1076
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი
"ქართული ფეხბურთი" - რა გვეშველება?
0
10505
ახალი ამბები, საქართველო
"ბარსელონა": ვერატი, კოუტინიო, 30 მილიონი = ნეიმარი
0
5211
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
პერიშიჩი "იუნაიტედში" ითამაშებს
0
3266
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ივლისი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31