რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საუკუნის გაცვლა - რონალდუ პარიზში, ზლატანი მადრიდში
29-05-2015, 23:52
4497
Ошибка
საუკუნის გაცვლა - რონალდუ პარიზში, ზლატანი მადრიდში
ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური მედია-საშუალებები ძალიან ხმაურიან ინფორმაციებს ავრცელებენ ერთი მხრივ კრიშტიანო რონალდუს “პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლის, ხოლო მეორე მხრივ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის “რეალში“ გადაბარგების შესახებ.

ცხადია, მოვლენათა ამგვარი განვითარება კლუბებისთვის შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს, რადგან უდიდეს ფეხბურთელებზე გვაქვს საუბარი. ფრანგულ პრესაში, ავტორიტეტულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მხარეები მოთამაშეების გაცვლითაც არიან დაინტერესებულები, ფრანგული კლუბის მხრიდან ფულის დამატების შემთხვევაში.

კრიშტიანო რონალდუ მადრიდულ კლუბში შექმნილი ბოლოდროინდელი ატმოსფეროთი იმედგაცრუებულია. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა კარლო ანჩელოტიმ, რომელსაც პორტუგალიელ ვარსკვლავთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ჯერჯერობით დარწმუნებით რაიმეზე საუბარი ნაადრევია, რადგან მადრიდულ კლუბში ახალი მწვრთნელი ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა. რაფაელ ბენიტესის ესპანურ კლუბში მისვლის შემდეგ, ეს საკითხები, სავარაუდოდ საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია
0
5265
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
მანუელ ნოიერს კუნთის პრობლემები აქვს
0
3724
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031