რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

“ბარსას“ ვიცე-პრეზიდენტი: “შეიძლება, ერთ-ერთმა ლიდერმა კლუბი დატოვოს“
27-05-2015, 00:27
3642
Ошибка
“ბარსას“ ვიცე-პრეზიდენტი: “შეიძლება, ერთ-ერთმა ლიდერმა კლუბი დატოვოს“
“ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი შეიძლება გამოემშვიდობოს თავის ვარსკვლავ ლიონელ მესის, ლუის სუარესს ან ნეიმარს.

ცხადია, ამ სამეულის თამაში დიდ გავლენას ახდენს “ბარსელონას“ შედეგებზე. თუ MSN (Messi, Suarez, Neymar) დაიშლება, კატალონიური კლუბის გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, შოკირებულ მდგომარეობაში იქნებიან. ამის შესახებ ხავიერ ფაუსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ხელფასების გადახდის მხრივ უკვე აღარ ვართ ისეთი ძლიერები, რომ სხვა კლუბებს გავუწიოთ კონკურენცია. მაგალითად, “ჩელსის“ ან “პარი სენ-ჟერმენს“. ესპანეთში ფეხბურთელები ყოველთვის ადარებენ თავიანთ შემოსავლებს, თუ როგორი განსხვავებაა ინგლისთან ან გერმანიასთან მიმართებაში.“

“ამ ქვეყნებში ხელფასების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა. რთული იქნება, მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ შემტევი ტრიო და მთლიანი გუნდი. მაგრამ თუ რომელიმე კლუბი მოთამაშეების შეძენას მოინდომებს, მაშინ ვშიშობ, რომ მოგვიწევს მათთან გამომშვიდობება,“ - განაცხადა ფაუსმა გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031