რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » ტიაგო: "გვარდიოლას ფავორიტი არ ვარ"
ტიაგო: "გვარდიოლას ფავორიტი არ ვარ"
1-05-2015, 20:27
298
Ошибка
ტიაგო:
"ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა იმ საზოგადი "თქმულებას" გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის გვარდიოლას საყვარელი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი ტიაგოს ჯერ კიდევ "ბარსელონაში" მოღვაწეობის დროს ავარჯიშებდა, რის შემდეგაც, მისი ტრანსფერი "ბაიერნშიც" მოითხოვა, რომელიც საბოლოოდ აღსრულდა კიდეც.

"ბუნებრივია, მე და გვარდიოლა ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან, მაგრამ გამაღიზიანებელია, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მე მისი ფავორიტი ვარ. ეს ტყუილია. გუნდში 25 ფეხბურთელია და გვარდიოლას შეუძლია ნებისმიერ მათგანს ენდოს. რა თქმა უნდა, ტრავმის პერიოდში მისი ზარები და მოკითხვა ჩემზე პოზიტიურად მოქმედებდა. ის დიდებული მწვრთნელია, რომელსაც ძალიან ვაფასებ".- ციტირებს Sport Bild ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელის სიტყვებს.

ტიაგომ მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მაისური რვა მატჩში მოირგო, სადაც ორი გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031