რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

დეპაი ვან გაალს შეხვდა
24-04-2015, 13:27
421
Ошибка
დეპაი ვან გაალს შეხვდა
ავტორიტეტული ჰოლანდიური გამომცემლობის, Voetbal International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მემფის დეპაის შესაძენად ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა.

როგოც არაერთხელ დაიწერა, ინგლისური გრანდის მთავარი სატრანსფერო მიზანი მატს ჰუმელსთან ერთად, სწორედ 21 წლის შემტევი ნახევარმცველია, რომელიც "პსვ"-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს და უკვე მიიპყრო არაერთი გრანდის ყურადღება.

კულუარული ცნობებით, დეპაი მის აგენტთან ერთად რამდენიმე დღის წინ ინგლისში იმყოფებოდა და "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს შეხვდა. ნათელია, რომ საუბარი ტრანსფერის ირგვლივ წარიმართებოდა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წევრმა "პსვ"-ს ფორმა 37 შეხვედრაში მოირგო, სადაც 26 გოლისა და ექვსი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 13,2 მილიონ ევროს უტოლდება.
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031