რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ბრაზილიელი რონალდო კვლავ ფორმაშია!
21-04-2015, 12:51
795
Ошибка
ბრაზილიელი რონალდო კვლავ ფორმაშია!
როგორც სჩანს, "ფენომენად" წოდებული ბრაზილიელი რონალდო კვლავაც ჩვეულ ფორმაში იმყოფება.

გუშინ, საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენში, "ჟეფრუა-გიშერის" სტადიონზე, სიღარიბის დასამარცხებელი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში საჩვენებელი მატჩი გაიმართა, სადაც სხვა ცნობილ ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად, 38 წლის "ფენომენიც" იღებდა მონაწილეობას. რონალდომ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ცხადჰყო, რომ საფეხბურთო ნიჭმა ასაკი არ იცის.

შეხვედრაში, რომელსაც 34 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა, რონალდოსა და ზინედინ ზიდანის მეგობრების გუნდი "სენტ-ეტიენის" ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან 7:9 დამარცხდა. გამარჯვებულთაგან სამი გოლი დორტმუნდის "ბორუსიას" ამჟამინდელმა თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა, რომელიც "სენტ-ეტიენში" 2011-13 წლებში გამოდიოდა.

მატჩში აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც კლარენს ზეედორფი, ფაბიენ ბარტეზი, იური ჯორკაეფი, ედვინ ვან დერ საარი, დავიდ ტრეზეგე და სხვები არიან.

dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
რაგბის მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია
0
5500
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031