რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

მექსესი "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას ელის
21-04-2015, 12:39
513
Ошибка
მექსესი
იტალიური "მილანის" დაცვის ბურჯმა, ფილიპ მექსესმა კვირას გამართულ "დერბი დელა მადონინას" შესახებ ისაუბრა, სადაც მისი გუნდი თანაქალაქელ "ინტერს" ნულოვანი ყაიმით დაუზავდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა "ინტერთან" გამართული პრინციპულ დაპირისპირებაში სრულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, მექსესს "მილანთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები იწელება. სავარაუდოდ, მხარეები შეთანხმებას უახლოეს კვირებში მიაღწევენ.


"ყველაზე მთავარია, რომ დერბიში არ წავაგეთ. დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმის აღება უნდა შევძლოთ. ვერმოგების გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან უკეთ შეგვეძლო თამაში. თუმცა, ახლა "ინტერთან" მატჩი წარსულს ჩაბარდა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.

"მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივება? ვიმედოვნებ, ასეც მოხდება. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, თუმცა ჩემმა ოჯახმა უნდა იცოდეს, სად ვიქნებით უახლოეს მომავალში"
.- განუცხადა 33 წლის გამოცდილმა მცველმა Football Italia-ს. dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
"ბაიერნმა" გორეცკა გაიფორმა
0
901
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი, შალკე
ქართული გუნდი რუს პარაოლიმპიელებთან 0-5 განადგურდა
0
175
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
ხამეს როდრიგესი წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალს" დასცინის !
0
880
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი, გერმანია, ბაიერნი
"ლივერპული" "საუთჰემპტონის" ძარცვას აგრძელებს
0
988
ახალი ამბები, ინგლისი, ლივერპული
ნეიმარი მოთხოვნებს აყენებს
0
1874
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
ჯაბა კანკავას კიევის "დინამო" ეპატიჟება
0
2618
ახალი ამბები, საქართველო
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ივლისი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31