რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

კეინი "ტოტენჰემის" ისტორიაში შევიდა
19-04-2015, 22:52
489
Ошибка
კეინი
"პრემიერ ლიგის" მიმდინარე სეზონის მთავარმა აღმოჩენამ, ჰარი კეინმა "ნიუკასლთან" მატჩში მორიგი გოლი გაიტანა.

ინგლისელმა თავდამსხმელმა "კაჭკაჭებს" მატჩის მიწურულს გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:3 "ტოტენჰემის" სასარგებლოდ. კეინისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი რიგით 30-ე გოლი იყო და ამ მაჩვენებლით ის "ტოტენჰემის" ისტორიაში გარი ლინეკერის შემდეგ გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 30 გოლის გატანა შეძლო.

"ამ მაჩვენებლით ძალიან ვამაყობ. წინ კიდევ ხუთი მატჩი მაქვს დარჩენილი და ვიმედოვნებ, რომ კიდევ რამდენიმე გოლის გატანას მოვახერხებ. გამარჯვება დამსახურებული იყო. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ". - განუცხადა მატჩის შემდეგ კეინმა BBC-ს.

ამრიგად, კეინი "პრემიერ ლიგის" ბომბარდირთა დავაში გატანილი 20 გოლით პირველ ადგილზე გადავიდა. აგრეთვე 20 გოლი აქვს გატანილი "მანჩესტერ სიტის" ფორვარდს, სერხიო აგუეროსაც.
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
შოთა არველაძე ახალ გუნდს გაწვრთნის
0
10238
ახალი ამბები, საქართველო
ანდრე გომეში "იუვენტუსში" ითამაშებს
0
2431
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728