ბეკენბაუერი: "ბაიერნი" კლოპით არ დაინტერესდება

image
"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს გერმანელმა ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა დორტმუნდის "ბორუსიადან" იურგენ კლოპის წასვლის შესახებ გააკეთა კომენტარი.

შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინწინ, დორტმუნდელთა მიერ ორგანიზებულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე იქნა გაჟღერებული, კლუბში არსებული ღრმა კრიზისის გამო, იურგენ კლოპმა სეზონის ბოლოს "შავ-ყვითლების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ კლოპი ერთწლიანი შესვენების აღებას აპირებს, აქედანვე არ წყდება სპეკულაციები მისი მომავალი გუნდის შესახებ, რომელთა შორის "ბაიერნიც" არის გარეული. თუმცა, "კაიზერ ფრანცი" არ ფირობს, რომ მიუნხენური გრანდი ჰერ იურგენის კანდიდატურით დაინტერესდება.

"ვიმედოვნებ, კლოპი "ბუნდესლიგაში" დარჩება. მას ყველა კლუბიდან დაუკავშირდებიან, მაგრამ, არა "ბაიერნიდან", ჩვენ ხომ გვარდიოლას სახით ისედაც შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. იურგენის კანდიდატურაზე ცოტა თუ იტყოდა უარს. იმედს გამოვთქვამ, რომ კლოპი გერმანიაში აპირებს დარჩენას, რადგან ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. კლოპი შესანიშნავი მწვრთნელი და პიროვნებაა".- ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს Goal.

აქვე, გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე საათის წინ, "ბორუსიამ" კლოპის შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად დაასახელა და ეს "მაინცის" ყოფილი თავკაცი, თომას ტუხელი იქნება, რომელიც კლუბს ახალი სეზონიდან ჩაიბარებს. dle

18-04-2015, 12:44 988
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით