რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » "ჰამბურგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ჰამბურგს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
15-04-2015, 20:02
458
Ошибка
ჰანზური კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანული ფეხბურთის გულშემატკივართათვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგის" ყოფილი თავკაცი, იოზეფ ცინბაუერი მას შემდეგ იქნა დათხოვნილი, რაც მისმა გუნდმა არადაკმაყოფილებელი შედეგების ჩვენება განაგრძო და ბუნდეს-ცხრილის ფსკერზე დაეშვა. მას შემდეგ, ორი მატჩით, "დინოზავრებს" კლუბის სპორტული დირექტორი ავარჯიშებდა, რომელმაც ორიდან ორივე შეხვედრა წააგო. დღეს, ცნობილი გახდა, რომ "ჰამბურგს" ბრუნო ლაბადია ჩაუდგება სათავეში, რომელიც მისი მოვალეობების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

გერმანელმა სპეციალისტმა კლუბთან 15 თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ხეშლეკრულების თანახმად, ლაბადია იმ შემთხვევაშიც დარჩება პოსტზე, თუკი "ჰამბურგი" "ბუნდესლიგაში" ადგილის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს და მეორე ლიგაში დაეშვება.

გეტყვით, რომ 49 წლის სპეციალისტი "ჰამბურგის" მწვრთნელი აქამდეც ყოფილა, კერძოდ 2009-2010 წლებში. ამას გარდა, ლაბადიას ლევერკუზენის "ბაიერსა" და "შტუტგარტშიც" აქვს ნამოღვაწარი.
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031