რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საქართველო – გერმანია [პრევიუ]
29-03-2015, 14:54
831
Ошибка
საქართველო – გერმანია [პრევიუ]
29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მასპინძლობს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და რეიტინგის 1–ელ ნომერს, გერმანიის ნაკრებს!

როგორც ყოველთვის, ქართველი გულშემატკივარი ისევ იმედითა და საბრძოლოდ მომართული გულით მიდის სტადიონზე და იცის, რომ არც მოედანზე მყოფი ბიჭები დაიშურებენ ძალ–ღონეს, რათა ქართველები გაახარონ. ასე იყო ესპანეთთან და საფრანგეთთან მატჩის წინაც და როგორც აღმოჩნდა ხალხის ასეთი მიდგომა მაშინაც მხოლოდ სასიკეთოდ წაადგა ჩვენ ნაკრებს, რადგან ესპანეთთან ლამის ქულა დავიტოვეთ, ხოლო საფრანგეთის ნაკრებმა ვერა და ვერ გატეხა ჩვენი ბიჭები და იმათ უკვე ნამდვილად დაკარგეს ალბათ დაგეგმილი 2 ქულა. ამას რომ თავი დავანებოთ, ხორვატიასთან გადატენილ "დინამო არენაზე" მოგებული მატჩი ეყოფა ყველას, რათა დარწმუნდეს, რომ საკუთარი ნაკრების ქომაგობა უთუოდ გამოიღებს შედეგს, დღეს თუ არა, ხვალ!...

დიახ, დღეს ვეთამაშებით ნაკრებს, რომელთან ჯერ ფრესაც ვერ მივაღწიეთ, ვერც ჩვენი "ოქროს თაობის" ფეხბურთელებით, მაგრამ ახლა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 99% დარწმუნებულია ჯვაროსნებში და შეიძლება არ ამბობდნენ ამას ხმამაღლად, მაგრამ გულში მაინც ეს პატრიოტული იმედი აქვთ! ამ იმედს კი ჩვენს გულებში კახა ცხადაძის ახალი ნაკრები აღძრავს, ნაკრები, რომელმაც თუნდაც ისეთ მოკრძალებულ გუნდს, როგორიც მალტაა, 2–0 მოუგო და ტრიბუნაზე არც ისე ბევრი, მაგრამ ტელეეკრანებთან მსხდომ ნამდვილად მთელი ქართველობა გაახარა! და სწორედ ამიტომ გვჯერა ჩვენი ნაკრების და ველით მათგან თუნდაც იმ სანატრელ ფრეს, რომელსაც აქამდე ვერ მივაღწიეთ ვერცერთი თაობისა და მწვრთნელის დროს!

სწორედ ჩვენი მოტივირებულობით, ტრიბუნაზე მუდამ ბოლომდე გვერდში მდგომი "ქომაგებითა" და მოედანზე საომოდ გასული ფეხბურთელებით შევძლებთ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონთან ღირსეულ თამაშს და იმედია ღირსეულ შედეგსაც მივაღწევთ!

ერთად მივაღწიოთ საწადელს ქართველებო! გვერდში დავუდგეთ საკუთარ ნაკრებს და შედეგიც არ დააყოვნებს! ჩვენი საიტის სახელით სრულ მხარში დგომას ვუცხადებთ ქართველებს! dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ესპანური პრესა: კაშია "ბარსელონაში" შემცვლელ მცველად
0
5192
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
ზიდანი:"სამწუხაროა, თუმცა ბეილი..."
0
2779
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
მესის გოლის აღნიშვნის ქართული ვარიანტები (ფოტოები)
0
13629
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
რამდენმა ათასმა ადამიანმა უყურა ელ-კლასიკოს საქართველოში?
0
6352
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    აპრილი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930