რეკლამა
Реклама
რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

საიტის ტეგები
Реклама
ანდრეა ანიელი - კაცი, რომელმაც "იუვენტუსი" დააბრუნა
22-03-2015, 17:52
841
Ошибка
ანდრეა ანიელი - კაცი, რომელმაც
1923 წელს ტურინის "იუვენტუსი" ედოარდო ანიელიმ შეიძინა და მას შემდეგ, კლუბს სწორედ ანიელების ოჯახი მართავს.

დღეს კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელია, ედოარდოს შვილიშვილი და მის მიერ შექმნილი ინდუსტრიის პირდაპირი მემკვიდრე. აქვე ვთქვათ, რომ ანიელებს "ფიატის" კონცერნი ეკუთვნით, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, "ფერარიც" შედის.

მართლაც უნიკალური მოვლენაა, როდესაც საფეხბურთო კლუბს ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ოჯახი მართავს და თანაც, როგორ მართავს - "იუვენტუსი" ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე პოპულარული გუნდია იტალიაში, მისი გულშემატკივრების რიცხვი კი ქვეყნის მასშტაბით 13 მილიონს აღემატება, რაც საერთო მოსახლეობას თითქმის მეოთხედია.

ანდრეა ანიელიმ "იუვენტუსის" პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს დაიკავა, როდესაც კლუბს "კალჩოპოლი" ჰქონდა გამოვლილი და რთული დროება ედგა - ანდრეას ხელში, "ბიანკონერიმ" დიდი ნახტომი გააკეთა, სერია A-ში ლიდერის პოზიცია დაიბრუნა და პირველი კლუბი გახდა იტალიაში, რომელიც საკუთარ არენაზე ასპარეზობს. 39 წლის ანდრეა ანიელი "გაძეტა დელო სპორტს" საინტერესო თემებზე ესაუბრა...

- თუ გახსოვთ თქვენი პირველი შეხება "იუვენტუსთან"?
- 1982 წელი იყო, 7 წლის ვიყავი, როდესაც მამამ (უმბერტო ანიელი) "იუვენტუსის" ბაზაზე წამიყვანა, ვარჯიშს მივადევნეთ თვალი და შემდეგ გუნდთან ერთად ვისადილეთ. მკითხეს, რომელ ფეხბურთელთან მინდოდა დაჯდომა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ "იუვენტუსის" ლიდერი ლეგენდარული მიშელ პლატინი იყო, მე პაოლო როსის მაგიდა ავირჩიე. ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი იყო, როსი კი ნამდვილი გმირი. მახსოვს, ბედნიერებისგან დავმუნჯდი და ხმა ვერ ამოვიღე.

- ანიელების ოჯახი "იუვენტუსს" 1923 წლიდან ფლობს, ეს რეკორდია?
- დიახ, იტალიაში ნამდვილად რეკორდია, რადგან სხვა არც ერთ ოჯახს კლუბი ამდენ ხანს არ შეუნარჩუნებია. 1923 წელს ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ისტორია ასე წარმატებული იქნებოდა და წლების შემდეგ, "იუვენტუსს" ყველაზე მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა მთელ ქვეყანაში.

- ისეთი ნათესავები თუ გყავთ, რომლებსაც ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებთ?
- დიდი ოჯახის წევრი ვარ და ბევრი ნათესავი მყავს, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერავის, ვისაც ფეხბურთი არ უყვარდეს. სამაგიეროდ, გვყავს ისეთები, რომლებიც სხვა გუნდებს გულშემატკივრობენ. ალბათ არ გჯერათ, მაგრამ ნამდვილად ასეა. არა უშავს, იტალიის მასშტაბით 13 მილიონი ქომაგი გვყავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედია. ასე რომ, რამდენიმე გზააბნეულ ნათესავს ავიტანთ.

- თქვენ მეოთხე ანიელი ხართ, რომელმაც კლუბის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ალბათ, მომავალშიც მხოლოდ ანიელებს ანდობთ ამ საპასუხისმგებლო მისიას?
- იყო დრო, როდესაც "იუვენტუსში" 7-8 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი ჩვენთან 400 ადამიანია დასაქმებული.

დღეს, კლუბის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა უდიდეს შრომას და პროფესიონალიზმს მოითხოვს და თუ ეს უნარები არ გაქვს, მაშინ სჯობს ეს საქმე სხვას მიანდო. თუ ოჯახში არ აღმოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც საქმეს კარგად წარუძღვება, მაშინ პრეზიდენტის პოსტს სხვა დაიკავებს. წლების განმავლობაში, კლუბს ლუჩანო მოჯი მართავდა, ჩვენმა ოჯახმა მას მიანდო ეს მისია. ასე რომ, მსგავსი პრეცედენტები ადრეც ყოფილა და შეიძლება, მომავალშიც მოხდეს.

- თქვენ მიგაჩნიათ, რომ "იუვენტუსი" კალჩოპოლის პროცესებმა ზედმეტად დააზარალა, კლუბის რეაბილიტაციას და კომპენსაციის სახით, 443 მილიონ ევროს ითხოვთ. საიდან გამოთვალეთ ეს თანხა და რა ეტაპზეა პროცესი?
- უკვე სამი წელია, საჩივარი შეტანილი გვაქვს, მაგრამ საქმე გაყინულია და ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. შეიძლებოდა ქულების ჩამოკლება, გარკვეული ფინანსური სანქციების დაწესება, მაგრამ ის, რაც 2006 წელს მოხდა, გადაჭარბებული იყო.

ვერდიქტი ერთ თვეში გამოიტანეს, სერია B-ში გვიკრეს თავი და რეალურად, შემდეგ დაიწყეს საქმის კვლევა-ძიება. ორი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დაგვტოვეს, რაც დიდი ფინანსური ზარალია. ამასთან, სატელევიზიო ტრანსლირებიდან შემოსული თანხები მოგვაკლდა, სპონსორები დავკარგეთ და მთლიანობაში, სწორედ ამ ოდენობის თანხით ვიზარალეთ.

- როგორ მოახერხეთ კლუბის ასე მოკლე დროში აღორძინება და ძველ სიმაღლეზე დაბრუნება?
- ყველა მენეჯერი გამოვცვალე და საქმე ნულიდან დავიწყეთ. ჩემი მთავარი დევიზია, რომ ყველამ ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვესმის და რაც გვაბარია. პირადად მე, კლუბს როგორც ბიზნესს, ისე ვმართავ და არასდროს ვერევი სპორტულ საკითხებში. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევ, რომ ჩემი გემოვნებით თუნდაც ერთი ფეხბურთელი მოვიყვანოთ გუნდში. თუ ტრანსფერებში ჩავერიე, ეს მხოლოდ ფინანსებს ეხება. ასეთი მიდგომა გვაქვს, რაც ამართლებს.

- "იუვენტუსი" ერთადერთი კლუბია იტალიაში, რომელიც საკუთარ სტადიონზე თამაშობს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
- უაღრესად მნიშვნელოვანია და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "იუვენტუს არენა" ჩვენი კლუბის ნამდვილი სახეა. 41 ათასიანი არენა თითქმის ყოველთვის სავსეა, რაც ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმულია. მიმდინარე სეზონში, 28 000 აბონიმენტი გავყიდეთ და 45 მილიონი ევრო მივიღეთ, რაც შესანიშნავი შედეგია. ძველი სტადიონის პირობებში, ამის ნახევარსაც ვერ ვიღებდით.

- რატომ არ ივსება სხვა სტადიონები იტალიაში?
- სხვა არენები ქალაქების მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით და მათი უმეტესობა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ააშენეს, ან რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. სტადიონების უმეტესობა ძალიან დიდია, 50-70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, რისი საჭიროებაც დღეს არ არის.

თანაც, ეს არენები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ტრიბუნიდან თამაშის ყურება არაკომფორტულია. ადრე, ტელევიზიით ერთი, ან ორი მატჩი გადაიცემოდა და ვისაც ფეხბურთის ხილვა სურდა, სტადიონზე უნდა მისულიყო, დღეს კი სხვა დროა, ყველაფერს აჩვენებენ და თან ისეთი ხარისხით, ეკრანთან ჯდომა ერთი სიამოვნებაა. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს, თუ იტალიაში ეს გრანდიოზული და თანაც მოძველებული არენები არ ივსება.

- იტალიური საკლუბო ფეხბურთის რეგრესი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ბრალია?
- ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიური ფეხბურთი იქამდე იქნება კრიზისში, სანამ ქვეყანაში ეკონომიკური აღმასვლა არ დაიწყება. მიუხედავად ხსენებული ჩავარდნისა, ჩვენი ჩემპიონატის სატელევიზიო ტრანსლირებიდან მიღებული თანხები იზრდება და ბოლო ვარაუდით, მომდევნო სეზონში ეს თანხა მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს.

თუ ინგლისის პრემიერლიგას არ ჩავთვლით, ეს თანხა სხვა პირველობებს არ ჩამოუვარდება. ასე რომ, პესიმიზმი არაფერს გვარგებს, კლუბებმა კი აუცილებლად უნდა იზრუნონ საკუთარი სტადიონის აშენებაზე.

- იტალიაში "იუვენტუსი" ყველა კუთხით პირველია, მაგრამ ევროპაში შემოსავლების მხრივ ხუთეულშიც არ ხართ...
- პირველი ოთხი ადგილი მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", მიუნხენის "ბაიერნს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უჭირავთ, მათთან კონკურენცია კი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მეხუთე და მეექვსე ადგილებზე პსჟ და "მანჩესტერ სიტი" არიან, რომლებსაც უცხოური ინვესტიცია უმაგრებთ ზურგს. მათ შემდეგ მოვდივართ ჩვენ, რაც ცუდი არაა, მაგრამ ჩემი მიზანია, რომ სამ-ოთხ წელიწადში სწორედ ხუთეულში შევიდეთ.

- "ინტერს" ინდონეზიელი მეპატრონე ჰყავს, "რომას" ამერიკელი ინვესტორები მართავენ, "მილანის" აქციების 30%-ს ტაილანდელი ბიზნესმენი უმიზნებს, "იუვენტუსი" იტალიურ კლუბად რჩება?
- გარწმუნებთ, რომ ანიელებს კლუბის გაყიდვაზე არასდროს გვიფიქრია და ამ მხრივ, არც მომავალში შეიცვლება რამე. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ჩაიდება ფული კლუბებში, მთავარია, რომ სწორი პროექტები გაკეთდეს და იტალიური ფეხბურთი განვითარდეს.

"რომა" ჩვენი კონკურენტია, მაგრამ მე ძალიან მომწონს ჯეიმს პალოტას საფეხბურთო ფილოსოფია და ხედვა. ჩვენ ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ის სწორად უძღვება საქმეს.

- "პარმა" გაკოტრების პირასაა მისული, როგორ აისახება ეს იტალიური ფეხბურთის იმიჯზე?
- ხშირად ვფიქრობ, როგორც ჩანს იტალიური ფეხბურთი გარედან, უცხოეთიდან და ყოველთვის ცუდ დასკვნამდე მივდივარ. კალჩოპოლი, გარიგებული მატჩები, დოპინგთან და რასიზმთან დაკავშირებული პრობლემები და კლუბები, რომლებიც კოტრდებიან.

როდესაც "პარმას" უეფამ ევროთასებზე ასპარეზობის უფლება არ მისცა, მაშინვე უნდა გვეფიქრა, რომ ეს გუნდი არც სერია A-ში საასპარეზოდ იყო მზად. ემილიური კლუბის პრობლემა მთლიანად ჩემპიონატის იმიჯს ურტყამს, ეს კი შემდეგ, შემოსავლებზე უარყოფითად აისახება. პირადად მე, თანახმა ვიყავი, რომ "პარმას" 5 მილიონი ევროთი დავმხარებოდით, მაგრამ ეს არაა გამოსავალი.

- და სად არის გამოსავალი?
- ზემოთაც აღვნიშნე, რომ პესიმიზმში არ უნდა გადავარდეთ და წინ ვიყუროთ, რადგან ჩვენ ფეხბურთს აქვს მომავალი. თუმცა სამუშაო ბევრია და საქმის მიმართ მიდგომაა შესაცვლელი.

დრო ძალიან სწრაფად იცვლება, თამამედროვე ცხოვრებას კი ფეხის აწყობა სჭირდება. იტალიური კლუბების უმეტესობას 60-70 წლის ადამიანები მართავენ, რაც ჩემი აზრით, პრობლემაა. ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა და არა მარტო ფეხბურთში, პოლიტიკაშიც. დიახ, იტალიას ახალი სისხლი სჭირდება, რომ თანამედროვე, მიმზიდველ და კონკურენტუნარიან ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ფეხბურთიც დაიბრუნებს ძველ დიდებას.

ვიცი, ჩემი სიტყვები ბევრს არ მოეწონება, მაგრამ სიმართლე სწორედ ესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Реклама
რეკლამა
დღის სიახლეები
ლეო მესი:"დარწმუნებული ვარ, ეს სუპერვარსკვლავი სულ მალე..."
0
912
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
დადასტურდა: ჯანო ანანიძე მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ითამაშებს !
0
2290
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო
შოკი: მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ტერ შტეგენის სანაცვლოდ 200 მილიონს იხ
0
64
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, ესპანეთი, ბარსელონა
გიორგი არაბიძე წინ მიიწევს
0
5516
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ნოემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930