რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

გერმანიის განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია
21-03-2015, 22:06
686
Ошибка
გერმანიის განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია
დღეს, გერმანიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, იოახიმ ლიოვმა საფეხბურთო პუბლიკას იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა გააცნო, რომლებსაც სათამაშოდ უახლოეს ორ მატჩში უხმობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონები პირველ მატჩს 25 მარტს, ავსტრალიის წინააღმდეგ, ამხანაგური შეხვედრის ეგიდით ჩაატარებენ, ხოლო 29 მარტს თბილისს ესტუმრებიან და "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდებიან.

როგორც განაცხადიდან ირკვევა, იოახიმ ლიოვმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ "ბუნდესმანშაფტში" ჰოლგერ ბადშტუბერი დააბრუნა, რომელიც ამ დრომდე უმძიმეს ტრავმას ებრძოდა. თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ვიხილავთ აგრეთვე ლუკას პოდოლსკის, რომელიც აშკარა კარიერულ რეგრესს განიცდის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰერ იოახიმი მის სტაჟიან "მოიერიშეს" ნდობას უცხადებს.

აგრეთვე ლიოვი მარსელ შმელცერის გამოძახებასაც გეგმავდა, თუმცა დორტმუნდის "ბორუსიას" მარცხენა მცველმა "იუვენტუსთან" მატჩის დროს ტრავმა მიიღო და გერმანელთა თავკაციც იძულებული გახდა, რომ მის მაგივრად "კიოლნის" დაცვის ბურჯი, იონას ექტორისთვის ეხმო.

"ბაიერნის" ქართველ გულშემატკივართა გასახარად, გერმანიის ნაკრებში საქართველოსთან მატჩში ერთბაშად ექვსი "ბავარიელია" გამოძახებული: მანუელ ნოიერი, ჰოლგერ ბადშტუბერი, ჟერომ ბოატენგი, ბასტიან შვაინშტაიგერი, თომას მიულერი და მარიო გიოტცე.

გერმანიის ნაკრების 23 კაციანი განაცხადი:

მეკარეები
მანუელ ნოიერი
რონ-რობერტ ცილერი ("ჰანოვერი")
რომან ვაიდენფელერი ("ბორუსია" (დ))

მცველები
შკოდრან მუსტაფი ("ვალენსია")
იონას ექტორი ("კიოლნი")
ჰოლგერ ბადშტუბერი
ბენედიქტ ჰიოვედესი ("შალკე")
მატს ჰუმელსი ("ბორუსია" (დ))
ჟერომ ბოატენგი
სებასტიან რუდი ("ჰოფენჰაიმი")

ნახევარმცველები
სამი ხედირა ("რეალი")
ბასტიან შვაინშტაიგერი
მესუთ იოზილი ("არსენალი")
ანდრე შიურლე ("ვოლფსბურგი")
ლუკას პოდოლსკი ("ინტერი")
მარკო როისი ("ბორუსია" (დ))
ქარიმ ბელარაბი ("ბაიერი")
თომას მიულერი
ტონი კროოსი ("რეალი")
კრისტოფ კრამერი ("ბორუსია" (მ))
ილქაი გიუნდოღანი ("ბორუსია" (დ))
მარიო გიოტცე

თავდამსხმელი
მაქს კრუზე ("ბორუსია" (მ))


შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა შორის 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრებაზე დასაწრები ბილეთების შეძენა 23 მარტიდან, "დინამო არენას" სალაროებში იქნება შესაძლებელი, რომლის ფასი 10 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
შოთა არველაძე ახალ გუნდს გაწვრთნის
0
10231
ახალი ამბები, საქართველო
ანდრე გომეში "იუვენტუსში" ითამაშებს
0
2431
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728