Image

ბარსელონა VS სიტი - არანაირი კლასიკო!

image
* პირველ დაპირისპირებაში, რომელიც მანჩესტერში გაიმართა, "ბარსელონამ" 2:1 მოიგო ლუის სუარესის დუბლის წყალობით. მასპინძელთა გოლი სერხიო აგუეროს ანგარიშზეა.
* "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მხოლოდ მეორედ თამაშობს, "ბარსელონა" - ზედიზედ მეთერთმეტედ.
* შარშანდელ მერვედფინალურ დაპირისპირებაში "ბარსამ" მანჩესტერში 2:0 მოიგო, ბარსელონაში - 2:1.
* თუკი "ბარსელონა" მეოთხედფინალში გავა, ეს იქნება ახალი რეკორდი - მერვე გასვლა მეოთხედფინალში.

"ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" კვლავ ლიგის მერვედფინალში არკვევენ ურთიერთობას. "სიტი" კვლავ ჩადის კატალონიაში მას მერე, რაც შინ თამაში წააგო. როგორც ჩანს, მას შარშანდელივით გაუჭირდება წარმატებაზე ფიქრი, თუმცა ვნახოთ, იქნებ ისტორიას განსხვავებული დასასრული ჰქონდეს...

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი იაია ტურე იმ სტადიონზე ბრუნდება, სადაც 2010 წლამდე თამაშობდა. მოკლედ, ტურესთვის დიდი მატჩია. ინგლისელებს ძალიან გაუჭირდებათ "კამპ ნოუზე", რადგან ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 30 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული, 23 კი მოგებული.

"ბარსა" შინ ინგლისელებთანაც კარგად თამაშობს: 16 მოგება, 11 ფრე და მხოლოდ 2 წაგება. კატალონიურმა გუნდმა 35-დან 33 შემთხვევაში გაიარა ის ეტაპი, რომლის პირველ საგარეო მატჩში იმარჯვა. მართლაც საინტერესოა, ვინ შეძლო ორჯერ ამ ტრადიციის დარღვევა - 1980/81 წლების სეზონში "ბარსამ" "კიოლნს" სტუმრად 1:0 მოუგო და მერე შინ 0:4 წააგო (უეფას თასზე); 1984/85 წლების სეზონში კატალონიელებმა სტუმრად "მეცი" 4:2 დაამარცხეს და მერე შინ 1:4 წააგეს (თასების მფლობელთა თასი).

ისე, ბოლო დროს "მანჩესტერ სიტი" სტუმრად ბრწყინვალედ თამაშობს. ბოლო შვიდი საგარეო მატჩიდან ლიგაზე მანუელ პელეგრინის გუნდმა ოთხი მოიგო, მაგრამ "ქალაქელებს" ისტორიულად ესპანეთში ძალიან უჭირთ: 1 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი. ერთადერთი მოგება 2011 წელზე მოდის, როცა ჯგუფურ ეტაპზე "სიტიმ" "ვილიარეალი" 3:0 გაანადგურა, ხოლო ტურემ იმ მატჩში დუბლი შეასრულა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მხოლოდ ერთ მატჩზე ვფიქრობთ ახლა და ეს შეხვედრა "სიტისთან" დაპირისპირებაა, არანაირი კლასიკო. ჩვენი მიზანია, უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე მეტოქემ და გავიმარჯვოთ. მოშვება არ შეიძლება, ეს ძალიან სახიფათო იქნება. ახლა ამ მატჩში წყდება საგზურის ბედი. მთელი სეზონი ვემზადებოდით ლიგაზე წარმატებისთვის.

ამიტომაც არის დღეს პრესის დარბაზი ჟურნალისტებით გავსებული. ჩვენი შარშანდელი დაპირისპირება აღარაფერს მიანიშნებს, მას შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა ორივე გუნდში. თუ მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, კარგად უნდა ვითამაშოთ შინაც, ისევე, როგორც მანჩესტერში. არ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი მორჩა, პირიქით, ახლა იწყება და "სიტი" აუცილებლად შემოგვთავაზებს ბრძოლას. მეც ეს მახარებს".

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველი დაპირისპირების მეორე ნახევარში. "ბარსელონა" ყველა მეტოქესთან აწესებს ბურთზე კონტროლს, თუმცა ჩვენი სურვილია, როცა ბურთს ხელში ჩავიგდებთ, იოლად არ დავუთმოთ მეტოქეს და ნამდვილი ბრძოლა გავუმართოთ. აქ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ ევროპაში. 11X11-ზე შეიძლება შანსიც გვქონდეს მათთან".

18 მარტი. ბარსელონა (ესპანეთი). კამპ ნოუ. 23:45
ბარსელონა-სიტი
პირველი თამაში: 2:1
დისკვალიფიკაცია: კლიში (სიტი)
ტრავმა: ბუსკეტსი, ვერმალენი -
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, რაკიტიჩი, ინიესტა - სუარესი, მესი, ნეიმარი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ფერნანდო, ფერნანდინიო - მილნერი, ტურე, სილვა - აგუერო
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" dle

18-03-2015, 18:47 868
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით