რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ტოპ–5 პრეტენდენტი პრემიერლიგის საუკეთესოობისთვის
13-03-2015, 23:12
582
Ошибка
ტოპ–5 პრეტენდენტი პრემიერლიგის საუკეთესოობისთვის
ინგლისურმა ტაბლოიდმა "Daily mirror" ჩაატარა გამოკითხვა ინგლისის მოსახლეობაში და დასვა კითხვა: " ვინ არის ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი 2014/15 წლების სეზონში? " მოსახლეობის დიდი რაოდენობის აზრი დაემთხვა ერთმანეთს და 46,8%–მა ერთი ფეხბურთელი დაასახელა.

5) სერხიო აგუერო(4.3%) – არგენტინელი ფორვარდი დიეგო კოშტასთან ერთად, 17(6 ასისტ.) გოლით უდგას სათავეში ბომბარდირთა დავას. ის არის ერთ–ერთი საკვანძო ფიგურა მოქმედი ჩემპიონებისთვის და სწორედ მის გარეშე დაკარგული ქულების გამოა, რომ სიტის ჩელსისთან ჩამორჩენა გაიზარდა.

4) ჰარი კეინი(9,9%) – წლის აღმოჩენა გახდა ტოტენჰემის ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი. მან შეძლო და დაიმკვიდრა ადგილი "მამლების" შემადგენლობაში, რის შემდეგაც სტაბილურად გააქვს თითქმის ყოველ მატჩში. ამ დროისთვის ის ბომბარდირობის ერთ–ერთი კანდიდატია 16 გოლით.

3) ფილიპე კაუტინიო(12.2%) – ბრაზილიელი შემტევი უკვე მეორე წელია სერიოზულ პროგრესს განიცდის და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ლიგის ერთ–ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. იგი არ გამოირჩევა განსაკუთრებული შედეგიანობით, თუმცა თითქმის ყველა იერიშის, რომელსაც ლივერპული ანხორციელებს, სულის ჩამდგმელია. ბოლო დროს კი გამოირჩევა პრინციპულ მატჩებში გოლებით.

2) დავიდ დე ხეა(12.3%) – მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელ კიპერს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკეთესო ნისლიან ალბიონზე. სწორედ მისი დამსახურებით ხდება მანჩესტერის უნიათო დაცვის ხაზის თამაშის განეიტრალება. მისით უკვე ძალიან ბევრი კლუბი დაინტერესდა, მათ შორისაა მადრიდის რეალი.

1) ალექსის სანჩესი(46.8%) – გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არსენალის ჩილელ ახალწვეულს, ალექსის სანჩესს თვლის. სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა, მართლაც ძალიან კარგი 1 წრე ჩაატარა "მეთოფეთა" რიგებში და გარდა იმისა, რომ 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, იგი გახლდათ ნამდვილი ლიდერი გუნდისა. თითოეულ მატჩში ის ერთ–ერთი იმათთაგანია ვინც ძალიან ბევრს მოძრაობს მოედანზე, რადგან ის ხშირად იცვლის ფლანგებს და გარდა ამისა ეხმარება საკუთარ მცველებს, რაც ასეთი დონის ფეხბურთელის ერთ–ერთი უდიდესი პლიუსია. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
შოთა არველაძე ახალ გუნდს გაწვრთნის
0
10237
ახალი ამბები, საქართველო
ანდრე გომეში "იუვენტუსში" ითამაშებს
0
2431
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, იტალია, იუვენტუსი
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    თებერვალი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728