Image

ოფიციალურად: ლიოვმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

image
ფეხბურთის სპეციალისტმა იოახიმ ლიოვმა ბუნდესთიმთან გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ის ნაკრებს 2018 წლის 31 ივლისამდე გაწვრთნის.

ცხადია, მოსალოდნელი იყო, რომ გერმანული ფეხბურთის კავშირი მისცემდა იოახიმ ლიოვს მსოფლიო ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნების შანსს. როგორც გახსოვთ, ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალი გერმანელებმა შთამბეჭდავად მოიგეს.

“მე ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით. ჩვენ გვაქვს გრანდიოზული გეგმები და ძველებურად მოტივირებულები ვართ უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად,“ - განაცხადა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანია D-ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. ოთხი გამართული მატჩის შემდეგ მანშაფტს შვიდი ქულა აქვს აქტივში.

როგორც იცით, 2014 წლის მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ, ლიოვი ასევე დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელად. აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები 29 მარტს შესარჩევი ეტაპის ეგიდით ეწვევა თბილისს, სადაც საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს. dle

14-03-2015, 00:00 722
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით