რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

» ახალი ამბები » XIX ტურის წინათქმა - ლიდერი გამოცდას ისევ ქობულეთში აბარებს
XIX ტურის წინათქმა - ლიდერი გამოცდას ისევ ქობულეთში აბარებს
13-03-2015, 18:10
596
Ошибка
XIX ტურის წინათქმა - ლიდერი გამოცდას ისევ ქობულეთში აბარებს
დინამო თბილისს ლიდერობის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. აშკარად მოფერიანებულ შუქურასთან სტუმრობა ნამდვილად არ იქნება იოლი. შედარებით ადვილი ამოცანა აქვს გორის დილას, რომელმაც ლიდერობა წინა ტურში დათმო. გორელები იმედოვნებენ, რომ დაკარგულს ამ შაბათსვე დაიბრუნებენ.
არანაკლები ინტერესით უნდა დაველოდოთ დედაქალაქელთა და გორელთა მდევრების მატჩებს. ბათუმსა და სამტრედიას მძიმე გასვლითი შეხვედრები ელით, თანაც, ამ სეზონში ხომ ქულების მოპოვება ნებისმიერ მეტოქესთან გაძნელებულია.
ტურს გამორჩეული ეპიცენტრი არ აქვს, სხვებზე მეტ ყურადღებას კი მაინც დინამოს ქობულეთში სტუმრობა და `მიხეილ მესხის~ მეორე მოედანზე გასამართი მეხუთე და მეოთხეადგილოსანთა მატჩი იმსახურებს.

ცხინვალი-სამტრედია
13 მარტი 15:00
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:3
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
რამდენიმე დღის წინ ცხინვალმა და სამტრედიამ საქართველოს თასის ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს და დღევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდი კარგი განწყობითYხვდება. გარდა ამისა, ცხინვალმა და სამტრედიამ ჩემპიონატში ბოლო ორი მატჩი მოიგეს, რაც აშკარად მიუთითებს მათ პროგრესზე. ცხრილში დამეზობლებული კლუბების შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გამონაკლისი არც დღევანდელი თამაშია.

მერანი-დინამო ბთ
13 მარტი 15:00
მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
პირველ წრეში: 1:3
მსაჯი: ბაკურ ნინუა
მერანი საკუთარ სტადიონს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მეორე წრის მეორე ტურში დაუბრუნდა და ცხინვალთან დამარცხდა. მარტვილის "მურთაზ ხურცილავაზე" ვლადიმირ ლობასის გუნდი წლეულს მეორედ ითამაშებს და ნავსის გატეხვასა და საკუთარი გულშემატკივრების გახარებას შეეცდება. თავის მხრივ, ბათუმელები, რომლებსაც მეორე წრეში ჯერ ქულაც არ დაუკარგავთ, მორიგ გამარჯვებას ეშურებიან. მატჩი აშკარად ძნელად პროგნოზირებადია.

ზესტაფონი-სიონი
13 მარტი 15:00
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
პირველ წრეში: 3:1
დისკვალიფიკაცია: სიხარულია (ზესტაფონი)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი
სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებდა, მაგრამ სადღეისო ფაქტი სწორედ ეს არის. ზესტაფონისა და სიონის უკუსვლის მიზეზებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს და ამ კონკრეტილი მატჩის წინ ამას უკვე აღარც აქვს მნიშვნელობა. გამარჯვებული მიზნისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, დამარცხებული კი საქმეს კიდევ უფრო გაიფუჭებს – ამ მოცემულობას ორივე გუნდის წევრები შესანიშნავად აცნობიერებენ.

ვიტ ჯორჯია-ტორპედო
14 მარტი 15:00
მცხეთა. "მცხეთა პარკი"
პირველ წრეში: 0:1
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე
ვიტ ჯორჯიას თავკაცის პოსტზე პირველ მატჩს ჩაატარებს თენგიზ კობიაშვილი. 39 წლის სპეციალისტის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას – ბოლოადგილოსანი ვიტ ჯორჯია სატურნირო ცხრილის ფსკერიდან უნდა დაძრას და სახიფათო ზონას გაარიდოს. დრო გვიჩვენებს, როგორ გაართმევს ამ მისიას თავს ახალი მწვრთნელი. ბევრად კომფორტულ ვითარებაში არც ტორპედოა. ქუთაისელ ქომაგს უკვე დაავიწყდა კიდეც, როდის მოიგო ბოლო მატჩი მათმა საყვარელმა გუნდმა. ტორპედო, ფაქტობრივად, უკვე გასავარდნ ზონაშია და ყოველი დაკარგული ქულა საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს.

დილა-ზუგდიდი
14 მარტი 15:00
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პირველ წრეში: 3:0
დისკვალიფიკაცია: კვახაძე, სეთურიძე (ორივე – დილა)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია
დილა სათასო ბატალიებისგან უკვე თავისუფალია და ისღა დარჩენია, მთელი რესურსი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მოახმაროს. გაფრთხილებათა ჭარბი რაოდენობის გამო, დილას გიორგი სეთურიძე დააკლდება, ასევე არ ეყოლება დინამოსთან სათასო შეხვედრის საფინალო სასტვენის შემდეგ გაძევებული კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე. დანაკლისი სოლიდურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მატჩის გამოკვეთილი ფავორიტი მაინც უჩა სოსიაშვილის გუნდია. ლიდერობა ახლავე რომც ვერ დაიბრუნოს, დილასთვის ზუგდიდთან მოპოვებული სამი ქულა მაინც დიდად გამოსადეგი იქნება, თუნდაც მეორე პოზიციის შესანარჩუნებლად.

კოლხეთი-გურია
14 მარტი 15:00
ქუთაისი. "გივი კილაძე"
პირველ წრეში: 2:3
დისკვალიფიკაცია: მათიაშვილი (გურია)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი
პირველ წრეში გურიასა და კოლხეთის ლანჩხუთური შეხვედრა აურზაურით დასრულდა. ეს ერთი-ერთი მიზეზი უნდა იყოს იმისა, რომ კოლხეთი პრინციპულ მეტოქეს არა ლანჩხუთში, არამედ ქუთაისში უმასპინძლებს. ასე უნდა სჯობდეს, თორემ ძალიან უხერხული იქნებოდა, გურია საკუთარ მოედანზე პირობითი სტუმარი რომ ყოფილიყო.
რაც შეეხება მეტოქეთა სადღეისო მდგომარეობას, კოლხეთმა წინა ტურში მეგრულ დერბიში მოპოვებული სამი ქულით მოითქვა სული, გურია კი, ამჟამინდელი გადასახედიდან, გავარდნის კანდიდატებში არ უნდა მოვიხსენიოთ. წესით, ლანჩხუთელები ხვალ ფრეზე უარს არ უნდა იყვნენ, გამარჯვების შემთხვევაში კი ლიდერებს კიდევ უფრო მიუახლოვდებიან.

მეტალურგი-ჩიხურა
14 მარტი 15:00
რუსთავი. "ფოლადი"
პირველ წრეში: 1:2
დისკვალიფიკაცია: ჩიკვაიძე, კაკაშვილი (ორივე – ჩიხურა)
მსაჯი: ლაშა სილაგავა
შეჭირვებული მეტალურგი თასის მეოთხედფინალიდან სწორედ ჩიხურამ გააგდო. გუნდები ზედიზედ მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს და რუსთაველთა დაუსრულებელი პრობლემების გამო, მოგების მეტი შანსი კვლავაც ჩიხურას უნდა ჰქონდეს. სოსო ფრუიძის გუნდს ჯერ კიდევ აქვს საიმისო პერსპექტივა, რომ არასტაბილურად ჩატარებული ჩემპიონატი დღევანდელზე უკეთეს პოზიციაზე დაასრულოს და თუ ხვალ გაიმარჯვებს, ამ მიმართულებითYმნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

შუქურა-დინამო
14 მარტი 15:00
ქობულეთი. "ჩელე არენა"
პირველ წრეში: 0:6
დისკვალიფიკაცია: ხოჭოლავა (შუქურა)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი
წინა ტურში გორის დილამ ლიდერობა ქობულეთში განცდილი მარცხით დაკარგა. მაშინ შიდაქართლელთა მეტოქე ბათუმი იყო, ახლა კი ქობულეთის `ჩელე არენაზე~ უკვე ამ სტადიონის მასპინძელ შუქურასთან დინამო ჩააბარებს გამოცდას.
დინამოს კაპიტნის, ნიკა ჭანტურიას მძიმე ტრავმის შესახებ უკვე გამცნეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს ძალიან ცუდი ამბავია არა მხოლოდ ნიკასა და კლუბისთვის, არამედ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვისაც. ნიკას კიდევ ერთხელ ვუსურვებთ ხასიათის სიმტკიცის შენარჩუნებასა და სრულად გამოჯანმრთელებას.
პირველ წრეში დინამომ შუქურა 6:0 გაანადგურა, სამაგიეროდ, თასის მერვედფინალში წააწყდა დიდ წინააღმდეგობას და გასვლითი 1:1-ის შემდეგ `დინამო არენაზე~ 3:1 გაიმარჯვა.
დინამოს სტუმრობა ქობულეთელი გულშემატკივრებისთვის ბევრს უნდა ნიშნავდეს, ასე რომ, მატჩს პუბლიკა არ უნდა მოაკლდეს. იმედია, თამაშიც მოლოდინის შესაფერისი გამოვა.

ბომბარდირები
დვალი (ზესტაფონი) 10
მოდებაძე (დილა) 8
კვერნაძე (ტორპედო) 7
პაპუნაშვილი (დინამო) 7
საბანაძე (ტორპედო) 7


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
გამოკითხვა
 

მოგწონთ ახალი დიზაინი?

კი.
არა.
ძალიან მომწონს.

 
 
რეკლამა
კალენდარი
«    იანვარი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031