რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

რეალი VS შალკე - ნაკლები პასი, მეტი სისწრაფე
10-03-2015, 20:10
587
Ошибка
რეალი VS შალკე - ნაკლები პასი, მეტი სისწრაფე
* ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გელზენკირხენში "რეალმა" 2:0 მოიგო.
* "შალკეს" კარში კვლავ მესამე გოლკიპერი ტიმონ ველენროიტენი ჩადგება.
* დისკვალიფიცირებულია კევინ-პრინს ბოატენგი (შალკე).
* თუ "რეალი" მოიგებს, ეს მისი ზედიზედ მე-12 გამარჯვება იქნება ლიგაზე საშინაო მატჩში.
* უქმეებზე "რეალმა" სტუმრად "ბილბაოსთან" 0:1 წააგო.
* უქმეებზე "შალკემ" შინ 3:1 დაამარცხა "ჰოფენჰაიმი" (ფუხსი, მაიერი 2).


მადრიდის "რეალს", შესაძლოა, ამ დაპირისპირებაში კი აქვს თავი ქუდში, მაგრამ ზოგადად, "სამეფო კლუბს" და მის თავკაც კარლო ანჩელოტის სერიოზული პრობლემები აქვთ. ასე რომ, "რეალს" საკუთარ დემონებთან მოუწევს ჭიდილი, რამაც შესაძლოა, "შალკე" დააზარალოს...

სამკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი მადრიდის "რეალი" აგრძელებს ტიტულის დაცვას. შეგახსენებთ, რომ შარშან კლუბმა სარეკორდოდ, მეათედ მოიგო სანუკვარი პრიზი.

პირველ მატჩში "რეალმა" დამაჯერებლად იმარჯვა კრიშტიანო რონალდოსა (26) და მარსელოს (79) გოლებით. საქმე მხოლოდ ანგარიშშიც არ არის, ესპანური გრანდი ერთი თავით მაღლა იდგა გერმანულ კლუბზე. ასე რომ, თუ რამე დიდი სასწაული არ მოხდა, კარლო ანჩელოტის კრებული მეოთხედფინალშია გასული.

"რეალს" შინაურ ფრონტზე უჭირს, რომლის აპოგეაც "ბილბაოსთან" მარცხი იყო - 0:1. უქმეების შემდეგ "ლოს მერენგესმა" პრიმერას ლიდერობა დაკარგა და ბუნებრივია, გუნდი ცუდ განწყობაზეა.

თუმცა ევროასპარეზზე ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. შეიძლება სხვა ეპითეტიც გამოვიყენოთ - ყველაფერი ბრწყინვალედაა.

თუკი "რეალი" მოიგებს, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ერთ რეკორდს გაიმეორებს და ერთს დაამყარებს. ეს მოგება ზედიზედ მე-12 იქნება საშინაო ასპარეზზე. ეს რეკორდის გამეორება იქნება. ამასთან, მოგება ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-11 იქნება და ეს უკვე ახალი რეკორდია. წინა რეკორდი "რეალმა" გელზენკირხენში გაიმეორა და მიუნხენის "ბაიერნს" გაუტოლდა ამ მაჩვენებლებით.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "გარეთ ბეილი და კრიშტიანო რონალდო კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან, იმავე პოზიციებზე. მე მათ ბოლომდე ვენდობი. მათ ბოლო დროს იმიტომ გაიტანეს ცოტა გოლი, რომ გუნდი ფორვარდებს სათანადოდ არ ეხმარება.

ბილბაოში მარცხის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი ჩვენს პრობლემებზე. ჩვენ ძალიან ბევრ პასს ვაკეთებთ და ჩვენი ფეხბურთი არც ისე სწრაფია.

ახლა უნდა ვიფიქროთ მთავარზე, ჩემპიონთა ლიგაზეც არ დავუშვათ მსგავსი შეცდომები. მარტინ ედეგორს ნუ ელით სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ეს ბიჭი მართლაც კარგად თამაშობს. სამი ხედირა და ლუკა მოდრიჩი განაცხადში იქნებიან და ალბათ, თამაშის საშუალებაც მიეცემათ. მოდრიჩს დაახლოებით 30 წუთს მივცემ სათამაშოდ.

ჩვენ უნდა ვითამაშოთ სწრაფად, რომ მსოფლიომ დაინახოს ჩვენი ფორვარდების უპირატესობანი. მე კლუბის ხელმძღვანელობის აბსოლუტური ნდობა მაქვს. ამ დღეებში ფლორენტინო პერესმა რამდენჯერმე დამირეკა და გამამხნევა. მე დიდად ვაფასებ ამ ნდობას".

რობერტო დი მატეო (შალკე): "ჩვენთვის მიზნის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ცდა შეიძლება. ჩემი ვიზავი კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, ის ძალიან წარმატებულია. მას პრესტიჟულ კლუბებში უთამაშია და ბევრი ტიტული აქვს მოგებული. "რეალი" ძალიან ძლიერი გუნდია, მასთან თანაბრად თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, საუკეთესო თვისებების გამოვლენას შევეცდებით.

ზედმიწევნით ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ. იმედია, ესპანური მედია არ ცდება და მათი ფორვარდები მართლა არ არიან ფორმაში, რადგან მათი გაჩერება თითქმის შეუძლებელია. თამაშს დავიწყებთ ძლიერი შემადგენლობით, ბიჭები ფორმაში არიან. იმედია, ისინი არ დაუშვებენ "რეალის" დომინაციას მოედანზე.

"რეალის" კრიზისზე სამი კვირის წინათაც დამისვეს კითხვა, მაგრამ მე მათ თამაშში კრიზისს ვერ ვხედავ. დიდი სენსაცია იქნება, თუ გავიმარჯვებთ. თუ პირველები გავიტანთ, საინტერესო ამბების მომსწრენი გახდებით".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
10 მარტი. მადრიდი (ესპ). სანტიაგო ბერნაბეუ. 23:45

რეალი-შალკე
პირველი თამაში: 2:0
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი (შალკე)
ტრავმა: როდრიგესი, რამოსი - აოგო (?), დრაქსლერი, ფერმანი, ფარფანი, გიფერი, კირკჰოფი, კოლაშინაცი, ობასი

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი: კასილიასი - კარვახალი, ვარანი, პეპე, მარსელო - ლუკას სილვა, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო
შალკე: ველენროიტერი - ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი - უჩიდა, ფუხსი - ნოიშტადტერი, ბარნეტა, მაიერი - ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" dle
Реклама
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
ოფიციალურად: ჯანლუიჯი დონარუმას ბედი გაირკვა !
0
3422
ახალი ამბები, საფეხბურთო ქვიზი, საქართველო, იტალია, მილანი
გიორგი არაბიძე არენდით "შახტარს" ტოვებს
0
6070
ახალი ამბები, საქართველო
KNBR: ზაზა რჩება, კლეი მიდის
0
3030
ახალი ამბები, საქართველო
"დინამოს" ლიდერები ტოვებენ
0
2845
ახალი ამბები, საქართველო
ლეო მესი:"რეალი" რონალდოს შენარჩუნებას არ ცდილობს"
0
2496
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, რეალი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    ივნისი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930