ლონდონური ანომალია: თუ იოზილი თამაშობს, ვერ თამაშობს სანჩესი...

image
"არსენალში", მიმდინარე სეზონისას, მცირე კონფლიქტებზე აქამდეც ლაპარაკობდნენ და, როგორც ჩანს, მათი გარკვეული ნაწილი სიმართლეა. შეიძლება ახლა ყველაფერი წარსულშია, მაგრამ რაღაც კვალი დარჩა და ეს გუნდს ეტყობა.

ფაქტია, ალექსის სანჩესის თამაში ისეთი აღარ არის, როგორც წინა წელს იყო. ზოგი ამას ტრავმას

აბრალებს, ზოგიც... მესუთ იოზილის დაბრუნებას, ვისთანაც ჩილელს თითქოს, უთანხმოება ჰქონდა. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ მაშინ არსენ ვენგერი უფრო იოზილს მიემხრო.

გერმანელის დაბრუნების შემდეგ, გუშინდლამდე ალექსის სანჩესს 7 მატჩში არც ერთი გოლი არ გაეტანა, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე პასი იყო.

არადა, იქამდე მან ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასით მოგვაწონა თავი. ალექსისი, უდავოდ, საუკეთესო მოთამაშე იყო სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში. აი, იოზილი კი ესპანეთიდან გადმოსვლის დღიდან ვერაფრით ამართლებს იმედებს.

კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით: ფრანსუა კოკლენი, მას მერე, რაც სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა, ანუ დეკემბრის მერე, ბურთის ართმევებსა და ჩაჭრებში პრემიერლიგაში პირველია (38), ვარდნებში კი - მეორე (39). ასე რომ, ვენგერი სწორად მოიქცა, როდესაც ეს ნახევარმცველი დაიტოვა და იანვარში არ გაანათხოვრა სხვა კლუბში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" dle

5-03-2015, 20:41 2088
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით