ჩავი “ნიუ-იორკ სიტიში“ გადასვლას დათანხმდა

image
“ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი სულ მალე დატოვებს კატალონიური გრანდის რიგებს და კარიერას “ნიუ-იორკ სიტიში“ გააგრძელებს.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მაშინ მიაღწიეს, როდესაც ესპანეთის ნაკრების 35 წლის მოთამაშე ამერიკული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. ცნობილია, რომ ამ მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ ფეხბურთელის მამა და აგენტი ივან კორეთჰი.

სავარაუდოდ, ჩავი “ნიუ-იორკ სიტიში“ ასპარეზობას MLS-ის მომდევნო სეზონიდან დაიწყებს.

გავიხსენოთ, რომ ამ ამერიკულ გუნდში უკვე ასპარეზობს ჩავის ექს-თანაგუნდელი ესპანეთის ნაკრებში - დავიდ ვილია, ზაფხულში კი გუნდს შეუერთდება ფრენკ ლამპარდი, რომელიც ახლა “მანჩესტერ სიტიში“ ასპარეზობს საიჯარო ხელშეკრულების პირობებში.

ასევე გავიხსენოთ, რომ ჩავის “ბარსელონასთან“ არსებული ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში იწურება.

წყარო: Cadena Ser dle

4-03-2015, 14:12 1127
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით