რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ჩელსი VS ტოტენჰემი - დერბი სეზონის პირველი ტიტულისთვის
1-03-2015, 11:34
546
Ошибка
ჩელსი VS ტოტენჰემი - დერბი სეზონის პირველი ტიტულისთვის
"უემბლიზე" ლონდონის დერბი გველოდება - "ჩელსი"-"ტოტენჰემი". ეს კლუბები ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს 2008 წელსაც შეხვდნენ და მაშინ "ლურჯები" დიდიე დროგბას გოლით იგებდნენ, მაგრამ დიმიტარ ბერბატოვმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო ჯონათან ვუდგეიტმა დამატებით დროში მოუტანა გამარჯვება "დეზებს".

ამის მერე, "ტოტენჰემს" არც ერთი ტიტული არ მოუგია. გავიხსენოთ ისიც, რომ 2008 წლის ფინალი იყო პირველი ლიგის თასის გადამწყვეტი მატჩის "მილენიუმიდან" "უემბლიზე" დაბრუნების მერე.

გუნდებს ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდათ - "ტოტენჰემმა" ორმატჩიანი დუელი გაჭირვებით მოუგო "შეფილდ იუნაიტედს", ხოლო "ჩელსიმ"

დამატებით დროში აჯობა "ლივერპულს", რომელსაც ყველაზე მეტჯერ (8-ჯერ) აქვს ეს ტიტული მოგებული.

გამარჯვებების რაოდენობით მეორეზე "ასტონ ვილაა" ლიგის თასზე 5 ტრიუმფით, ხოლო მერე "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ჩელსი" და "ნოტინგემ ფორესტი" მოდიან 4-4 გამარჯვებით. პლუს ვთქვათ, რომ "დეზები" 3-ჯერ გავიდნენ ფინალში, ხოლო "ლურჯები" 2-ჯერ. ჯერჯერობით, მოქმედი გამარჯვებული "სიტია".

ნემანია მატიჩს დისკვალიფიკაცია სამმატჩიანიდან ორმატჩიანამდე კი შეუმცირეს, მაგრამ ამ მატჩის გამოტოვება მას მაინც უწევს, ისევე, როგორც პრემიერლიგაში "ვესტ ჰემთან" ლონდონური დერბის. სხვა მხრივ, შემადგენლობები საბრძოლოა. "ჩელსი" ბოლო დროს, ცოტა მძიმედ გამოიყურება და "ლურჯებს" იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ ეს შემთხვევითი და დროებითი გახლდათ.

სამაგიეროდ, კარგ ფორმაშია "ტოტენჰემი". პირველ რიგში, ჰარი კეინი უნდა გამოვარჩიოთ, შემდეგ - კრისტიან ერიკსენი. მაურისიო პოჩეტინო შეეცდება თავის ნაყოფიერ მუშაობას ხაზი "დეზებთან" ერთად პირველი ტიტულის მოგებით გაუსვას, რაც "ტოტენჰემს" ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშიც ძალიან წაახალისებდა ფსიქოლოგიურად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
Breaking: კატალონიის "ბარსელონამ" ნეიმარს შეუტია !
0
4098
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა, პსჟ
გუტი: "ასენსიომ შესაძლოა, "ოქროს ბურთი" მოიგოს"
0
24
ახალი ამბები, ესპანეთი, რეალი
"ბაიერნს" ფეხბურთელები დაუბრუნდნენ
0
28
ახალი ამბები, გერმანია, ბაიერნი
"ბარსელონა" "ნიცას" ფეხბურთელს 40 მილიონად იმატებს
0
3816
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
მესიმ "ბეტისის" წინააღმდეგ ძელს სამჯერ გაარტყა
0
5543
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    აგვისტო 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031