რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

ევროპული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბები
27-02-2015, 23:52
8325
Ошибка
ევროპული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბები
არსებობს 10 გუნდი, რომლებმაც ევროპაში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ევროპის ყველაზე წარმატებული კლუბია “მილანი“, რომელსაც 18 ტიტული აქვს მოგებული. სამწუხაროდ, დღეს ეს კლუბი ვერ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს დროებითი მოვლენაა.

იტალიელების შემდეგ მეორე-მესამე ადგილს შესაბამისად მადრიდის “რეალი“ და კატალონიის “ბარსელონა“ იკავებენ. მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგა უკვე 10-ჯერ აქვთ მოგებული, მაგრამ ევროპული ტიტულების რაოდენობით, “რეალი“ მაინც ჩამორჩება “მილანს“, თუმცაღა, ორით ასწრებს მთავარ კონკურენტ “ბარსელონას“.

“ლივერპული“ ევროპაში საუკეთესო ინგლისური გუნდია 11 მოგებული ტიტულით, იგივეს თქმა შეიძლება გერმანულ “ბაიერნზე“.

მეექვსე ადგილზე იმყოფება ჰოლანდიური “აიაქსი“, რომელიც წლების წინ ბრწყინავდა. დღეს გუნდი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ ევროასპარეზზე მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა მათ გეგმებში არ შედის.

“ინტერმა“ 2010 წელს ტრიპლეტი მოიგო, მაგრამ შემდეგ ისეთი პერიოდი დადგა მილანურ გუნდში, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას კლუბი ვერ ახერხებს.

2008 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა “მანჩესტერ იუნაიტედი“. ამ სეზონში ვან გაალის გუნდს კარგი შანსი აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დასაბრუნებლად.

“პორტუში“ ისტორიული ერა იდგა 2004 წელს, როდესაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგება იზეიმა.

ევროპული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული კლუბები
dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    სექტემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930