რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

მოურინიომ კურტუასა და ჩეხს შორის საბოლოო არჩევანი გააკეთა
19-08-2014, 13:30
1979
Ошибка
მოურინიომ კურტუასა და ჩეხს შორის საბოლოო არჩევანი გააკეთა
ბელგიელი გოლკიპერი ტიბო კურტუა ახალ სეზონში “ჩელსის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება. ამის შესახებ ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის პირველ ტურში სტუმრად “ბარნლისთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.

ლონდონელებმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იჯარიდან დაიბრუნეს კურტუა, რომელმაც მადრიდულ “ატლეტიკოში“ ბრწყინვალედ იასპარეზა.

“მეკარე ის ფეხბურთელი არაა, რომელსაც ყოველ მატჩში შეცვლი. აქ უნდა იყოს სტაბილურობა. 10 წლის წინ მე რთული გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ბრწყინვალედ მოასპარეზე კარლო კუდიჩინი შევცვალე. ახლა სიტუაცია მსგავსია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ კლუბის მომავალზე და გადაწყვეტილებას კურტუას სასარგებლოდ ვიღებ,“ - აცხადებს მოურინიო.

აქამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჩელსის“ გოლკიპერ პეტრ ჩეხით ფრანგული პსჟ არის დაინტერესებული. პარიზელები მზად არიან 10 მილიონი ევროს გადასახდელად.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი “ჩელსიში“ 2004 წელს “რენიდან“ გადავიდა. იქიდან მოყოლებული მან 478 მატჩი გამართა. წინა სეზონში მეკარემ 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
"მანჩესტერმა" "ახალი ნეიმარი" დაიამატა
0
7653
ახალი ამბები, ინგლისი, მანჩესტერი
ჯანო ანანიძის მიმართ ინტერეს ესპანური გუნდები იჩენენ
0
2967
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
ლეო მესი:"რონალდო? მას ყოველთვის ექნება შანსი"
0
2777
ახალი ამბები, ესპანეთი, ბარსელონა
"მილანი" რონალდოში 200 მილიონს იხდის
0
5622
ახალი ამბები, მანჩესტერი, მილანი
Реклама
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    სექტემბერი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930