10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა მსოფლიოში

image
10. დორტმუნდის “ბორუსია“: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ბუნდესლიგაში. მან მოახერხა ჩემპიონატის მოგება 2010/11 და 2011/12 წლების სეზონებში. ამჟამად მათ ბუნდესლიგის 8 ტიტული, გერმანიის 3 თასი და ჩემპიონთა ლიგის 1 ტიტული აქვთ მოგებული. იურგენ კლოპის შემადგენლობა ჯამში 285 მილიონ ფუნტად ფასდება და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეათეა.

9. “იუვენტუსი“. ეს არის იტალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი. მას სერია A 31-ჯერ აქვს მოგებული, იტალიის თასი 9-ჯერ და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ. გუნდის შემადგენლობის საერთო ღირებულება 305 მილიონ ფუნტს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეცხრეა.

8. “არსენალი“: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ინგლისურ ფეხბურთში. პრემიერლიგა გუნდმა 13-ჯერ მოიგო, ინგლისის თასი კი 10-ჯერ. კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ბოლო ხანებში გაკეთდა - მესუთ იოზილი მადრიდის “რეალიდან“ 42.5 მილიონ ფუნტად. არსენ ვენგერის გუნდის შემადგენლობა 325 მილიონი ფუნტის ღირებულებისაა და ამ მაჩვენებლით ევროპაში მერვეა.

7. პსჟ: ეს არის კლუბი, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1 ოთხჯერ მოიგო, ასევე გაიმარჯვა რვაჯერ საფრანგეთის თასზე და ერთხელ, გახდა უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბმა მასიური თანხები დახარჯა ისეთი ფეხბურთელების შესაძენად, როგორებიც არიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა და ბევრი სხვა. დედაქალაქური კლუბის შემადგენლობა ჯამში 330 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეშვიდეა.

6. “მანჩესტერ იუნაიტედი“: გუნდი, რომელმაც პრემიერლიგის მოგება 20-ჯერ მოახერხა, გაიმარჯვა 11-ჯერ ინგლისის თასზე და სამჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ეს არის სიმდრიდრის მიხედვით მსოფლიოში მეორე კლუბი. გუნდის შემადგენლობა 335 მილიონ ფუნტად არის შეფასებული და ამჟამად, ევროპაში ამ მაჩვენებლით მეექვსეა.

5. “ჩელსი“: ამ კლუბმა პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო, ინგლისის თასზე 7-ჯერ გაიმარჯვა და 2012 წელს, ჩემპიონთა ლიგა პირველად, ამ დროისათვის ერთადერთხელ აქვს მოგებული. ამჟამად, ეს კლუბი პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. მოურინიოს გუნდის შემადგენლობა საერთო ჯამში 340 მილიონ ფუნტად ფასდება და ამ მაჩვენელით ევროპაში მეხუთეა.

4 “მანჩესტერ სიტი“: ეს არის კლუბი, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ტრანსფერებში. კლუბის მფლობელია არაბი - შეიხი მანსური, რომელიც ფლობს უმდიდრეს კომპანიებსა და ათობით მილიარდს. კლუბმა 2013/14 წლების სეზონზე მოიგო პრემიერლიგა. შემადგენლობა საერთო ჯამში 395 მილიონ ფუნტად ფასდება და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეოთხეა.

3. მიუნხენის “ბაიერნი“: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე “მრავალფეროვანი“ კლუბი ევროპულ ფებურთში. გერმანელებმა 23-ჯერ მოიგეს ბუნდესლიგის ტიტული, 16-ჯერ გერმანიის თასი, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ უეფას თასი. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი. გვარდიოლას გუნდის შემადგენლობა 460 მილიონ ფუნტად ფასდება და ამ მაჩვენებლით ევროპაში საპატიო, მესამე პოზიციას იკავებს.

2. მადრიდის “რეალი“: ეს არის ყველაზე პრესტიჟული ევროპული კლუბი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგა 32-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 10-ჯერ. რამდენიმე წლის წინ, ამ გუნდის შემადგენლობის ღირებულება ჯამურად საუკეთესო იყო მსოფლიოში. ამჟამად გუნდის შემადგენლობა 505 მილიონ ფუნტად ფასდება და ამ მაჩვენებლით ევროპაში მხოლოდ ერთ კლუბს ჩამორჩება.

1. “ბარსელონა“: ეს არის კლუბი, რომელსაც პლანეტაზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგა 22-ჯერ მოიგო, კოპა დელ რეი 26-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი ოთხჯერ. ამ შემადგენლობის ჯამური რაოდენობაა 520 მილიონი ფუნტი და ამ მაჩვენებლით ევროპაში ბადალი არ ჰყავს.

სპეციალურად Fexburti.ge-სთვის
dle


15-02-2015, 12:39 5873
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
გაინტერესებთ, თუ რომელ გრანდს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა?..
გაინტერესებთ, თუ რომელ გრანდს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა?..
გაინტერესებთ, თუ რომელ გრანდს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა?..
გაინტერესებთ, თუ რომელ გრანდს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა?..
გაინტერესებთ, თუ რომელ გრანდს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა?..
შემოგვიერთდით