Image

დანი ალვეში შესაძლოა “არსენალში“ აღმოჩნდეს

image
ლონდონის “არსენალის“ გარემარბი ალექსის სანჩესი გამოიყენებს თავის მეგობრობას ყოფილ თანაგუნდელ დანი ალვეშთან და ეცდება ბრაზილიელის დარწმუნებას, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგებაზე მეტად “ემირეითს სთეიდიუმზე“ მისვლა იქნება მომგებიანი.

გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი Daily Star წერს, რომ “მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზად არის გამოიყენოს ეს შანსი - 35 მილიონ ფუნტად ნაყიდ ჩილელ ფეხბურთელს დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კატალონიური გრანდის ფეხბურთელთან.

ცხადია, უბრძოლველად “არსენალი“ ვერაფერს გახდება. მათ მსგავსად, ლუი ვან გაალი ყველანაირ ღონეს იხმარს, რომ ანტონიო ვალენსიასა და რაფაელს ღირსეული კონკურენტი მიუყვანოს შემადგენლობაში.

ამასთან ერთად, როდესაც გუნდი 3-5-2 ტაქტიკით თამაშობს, ფლანგის მცველებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ვან გაალის მხრიდან 31 წლის მცველით დაინტერესება გასაგებია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ალვეშს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება კონტრაქტი “ბარსელონასთან“.

გარკვეულწილად გაუგებარია, თუ რატომ ცდილობს “არსენალი“ სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის დამატებას, როცა ბოლო დროს ჰექტორ ბელერინი კარგ შთაბეჭდილებებს ტოვებს და ასევე ჰყავს ზაფხულში შეძენილი მატიე დებიუში.

მაგრამ უფრო სიღრმისეულად რომ ვიმსჯელოთ, ბელერინი ჯერ გამოუცდელია “არსენალის“ დონისთვის და ზოგიერთ მატჩში კარგად გამოჩნდა ეს, ხოლო დებიუში, უკვე კარგა ხანია, არსენ ვენგერის გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

ვნახოთ, გამართლდება თუ არა “დეილი სთარის“ ინფორმაცია - გაგრძელდება თუ არა “არსენალისა“ და “ბარსელონას“ სატრანსფერო ურთიერთობა მომავალ ზაფხულში.

წყარო: Daily Star dle

13-02-2015, 00:39 4027
კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ზაფხულში კატალონიური “ბარსელონას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავა ლონდონის “არსენალში“.

შემოგვიერთდით