ქალი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო საწოლში აღმოაჩინა

image
საკუთარი თავის ფასის მცოდნე ქალებმა პოპულარული ფეხბურთელების ფასიც იციან და მათზე ისე ნადირობენ, მიზნის მისაღწევად არავის და არაფერს ინდობენ.

ჰოდა, ფეხბურთელებისა და ქალების ურთიერთობა დღევანდელ ცხოვრებაში ისეთი აქტუალური თემა გახდა, ამის გარეშე ტაბლოიდს ტირაჟი დააკლდება, ტელევიზიას - მაყურებელი, მთქმელს - გამგონი... მათი კულუარული ამბების გამოსააშკარავებლად საგანგებოდ შექმნილი სამსახურებიც კი მუშაობენ და ისე აქვთ საქმე აწყობილი, არაფერი გამოეპარებათ.

ფეხბურთელებისგან სარგებლის მომლოდინე ქალებს შორის კი ტოპ-მონადირეებიც არიან, რჩეულებს სისხლს რომ აუჩქროლებენ და მეტოქის კარის მისამართს ავიწყებენ ხოლმე...

მარადონა - კაცი თუ სათამაშო?
ჯემა ატკინსონი ის ქალია, ვინც სიყვარულზე უარი თვით დიეგო მარადონას უთხრა.

ატკინსონი ბრიტანეთში ცნობილი მსახიობია, მთასავით მკერდისა და ლარივით ფეხების პატრონი. დიეგოს ის ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა. დიდმა არგენტინელმა პირმშვენიერ მანდილოსანს თვალი კი დაადგა, მაგრამ... საპასუხოდ მხოლოდ სიმპათია მიიღო, დანარჩენს ჯემა იმ დროისთვის "მანჩესტერის" ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს აძლევდა...

მოგვიანებით, ჯემა ატკინსონმა მარადონას შესახებ თქვა - არგენტინელი პატარა და ისეთი საყვარელია, თაროზე სუვენირების გვერდით შემოვდებდიო...

რაც შეეხება რონალდოს, ჯემამ და ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა მისი ტალანტი ერთდროულად აღმოაჩინეს. მწვრთნელმა კრიშტიანო მოედანზე შეუშვა, ქალმა - საწოლში. თუმცა რამ აურია შემდეგ გონება რონალდოს, უცნობია.

ჯემამ თქვა, რომ პორტუგალიელი მეძავებთან ურთიერთობისას გამოიჭირა და ამიტომაც დაშორდა. ასეთი ქალი გემეგობრებოდეს და თვალი ცირკისკენ გეჭიროს?! ისე, პორტუგალიელსაც მაინცდამაინც ნუ განვსჯით, შეცდომა ხომ მადრიდში გამოასწორა და გვერდი ირინა შეიკს დაამშვენებინა, თუმცა 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მასაც დაშორდა.

სხვათა შორის, თავად ჯემა ატკინსონმა რონალდოს შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობა იმ დროისთვის "ევერტონის" ფეხბურთელ მარკუს ბენტთან გააბა...

ქალი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო საწოლში აღმოაჩინა

ქალი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო საწოლში აღმოაჩინა

ქალი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო საწოლში აღმოაჩინა
dle

1-02-2015, 20:03 7410
კომენტარები
მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით